ახალი ამბები
გიორგი გახარიას ოპოზიცია პარლამენტში იბარებს
FaceBook
საპარლამენტო ოპოზიცია შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას პარლამენტში იბარებს.
ქვეყნის პირველი პოლიციელის  საკანონმდებლო ორგანოში დაბარებასთან დაკავშირებით განმარტება დღეს მისმა მოადგილემ გააკეთა. ნათია მეზვრიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც შეთანხმდება ფორმატი, მინისტრი მზადაა პარლამენტში მივიდეს.

"მინისტრი პარლამენტში მოვა მაშინ, როცა დაგვიბარებენ. როგორც კი შეთანხმედება ფორმატი, დღე, ადგილი, სად მივდივართ, რომელ კომიტეტში, პლენარულ სხდომაზე თუ სად, მინისტრი მზად არის წარსდგეს დეპუტატების წინაშე. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ კომენტარი და გამოვთქვით შესაბამისი მზადყოფნა," – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

Print