ახალი ამბები
თეთრი ხიდიდან ქვები აიღეს
FaceBook
თეთრ ხიდზე დადებული თეთრი ქვები აიღეს.

თეთრი ქვები თეთრ ხიდზე 5 დეკემბრის საღამოს მიიტანეს


ფოტო: თორნიკე ბარათაშვილი


ქუთაისის მერიაში განაცხადეს, რომ ქვები სამუშაოების შემსრულებელმა კომპანია "ალმა რუსმა" თვითნებურად მიიტანა და ამაზე ინფორმირებულნი არ იყვნენ. მერიაში განმარტავენ, რომ საკითხზე განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ. 

თეთრი ხიდი, რომლის რეაბილიტაციის დასრულებასაც ადგილობრივები ხუთი თვე ელოდნენ, სამ ნოემბერს, საზეიმოდ გაიხსნა.

ხიდზე ფილების ნაწილი დამაგრებული არ არის. რამდენიმე ფილა ფეხის დაბიჯების დროს მოძრაობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხიდზე გადაადგილების დროს თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ.

თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი რეაბილიტაციისთვის 445 000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულ კომპანია "ალმა რუსმა" შეასრულა.


ამავე თემაზე:

როგორი უნდა ყოფილიყო და როგორია თეთრი ხიდი

განახლებული თეთრი ხიდი ღამით (ფოტო)

რას ფიქრობენ ქუთაისში განახლებულ თეთრ ხიდზე? (ვიდეო)
Print