ახალი ამბები
პარლამენტის საგამოძიებო კომისიას საქმის მასალების გასაცნობად გენ. პროკურორის ნებართვა აღარ დასჭირდება
FaceBook
პარლამენტში შექმნილ დროებითი საგამოძიებო კომისიას სისხლის სამართლის საქმეების გაცნობისთვის გენერალური პროკურორის ნებართვა აღარ დასჭირდება. პარლამენტის რეგლამენტში შესაბამის ცვლილებებს დეპუტატები მეორე მოსმენით განიხილავენ.

კერძოდ, მოქმედი რედაქციით პარლამენტის საგამოძიებო კომისიას სისხლის სამართლის საქმეების გაცნობისთვის გენერალური პროკურორის ნებართვა სჭირდება. ამასთანავე, დეპუტატებს საქმის მასალების გაცნობა მხოლოდ ადგილზე შეუძლიათ. 

"ამ მხრივ გვაქვს ძალიან პოზიტიური ცვლილება. კერძოდ, საგამოძიებო კომისიას სისხლის სამართლის საქმის მასალების გასაცნობად გენერალური პროკურორის ნებართვა აღარ დასჭირდება. ჩვენ ვესაუბრეთ გენერალურ პროკურორს ამ საკითხზე და ეს სიტყვები იქნება ამოღებული. ამასთანავე, კომისიის წევრებს უნდა ჰქონდეთ უფლება არათუ ადგილზე გაეცნონ საქმის მასალებს, არამედ, მიიღონ ასლებიც", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.


Print