ახალი ამბები
"თუ გაქვს გაიღე" – სოციალური კარადა ქუთაისშიც დაიდგა (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, მიუსაფარი ადამიანების დასახმარებლად ქუჩაში კარადა დადგეს. 

"თუ გაქვს გაიღე, თუ არა გაქვს აიღე," "გააზიარე სითბო," - ასეთია სლოგანი სოციალური აქციის, რომელიც ქუთაისის გარდა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტშიც ხორციელდება. 



კამპანია, სახელწოდებით "გააზიარე სითბო" თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაიწყო. რამდენიმე მეგობარმა ქუჩაში ხის კარადა დადგა, რომელშიც თბილი ტანსაცმელი და საკვები დატოვეს. მათ სხვებსაც მოუწოდეს, შესაძლებლობათა ფარგლებში, აქციაში ჩართულიყვნენ. 

ქუთაისში სოციალურ აქციას ორგანიზება "წიგნების თაობამ" გაუკეთა. 

Print