ახალი ამბები
მარიხუანას მოხმარება მხოლოდ პირად სივრცეში იქნება დასაშვები - პარლამენტმა კანონპროექტი დაამტკიცა
FaceBook
საქართველოს პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი, მარიხუანას მოხმარებისა და ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ,  მესამე მოსმენით დაამტკიცა.
ცვლილებათა პაკეტი მოიცავს ცვლილებებს ადმინისტრაციულ, სისხლის სამართლისა და არასრულწოვანთა მართლმსაჯულების შესახებ კანონებში.

კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანას მოხმარება დასაშვები იქნება მხოლოდ პირად სივრცეში. ეს არ ეხება 21 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებისთვისაც მარიხუანას მოხმარება ყველა სახის სივრცეში დასჯადი იქნება. აღნიშნული ქმედებისთვის გათვალისწინებულია 500–დან 1000 ლარამდე ჯარიმა, განმეორების შემთხვევაში კი – 1000 –დან 1500 ლარამდე ოდენობით.

21 წელს ზემოთ პირებისთვის დასჯადი იქნება მარიხუანას მოხმარება იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული საცხოვრებელი ადგილი ამავდროულად საწარმოო ობიექტს წარმოადგენს.

მარიხუანას მოხმარება, თამბაქოს მსგავსად, დაისჯება საზოგადოებრივი თავშეყრის ნებისმიერ ადგილას; ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში; არასრულწლოვნის თანდასწრებით; სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის (მაგალითად, პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის).
შინაგან სამეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროეტში ერთ–ერთი მთავარი ცვლილება ეხება მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ტრანსპორტის მართვას, რომელიც სისხლის სამართლებრივად დასჯადი გახდება.

"ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც ხორციელდება, ეს არის ნარკოტიკული თრობის ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვის კრიმინალიზაცია, რომელიც დღეს ადმინისტარციული სამართალდარღვევათა კოდექსით ისჯება. კანონპროექტის მიღების შემდეგ, ეს ქმედება იქნება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული და დაისჯება ამ წესით",–განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა კანონპროეტის წარდგენისას.

დამატებით ზომებს იღებს საქართველოს მთავრობა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე დაყოლიების, გამსაღებლისა და გამავრცელებლის წინააღმდეგაც.

თუ მოქმედი რეგულაციით ნარკოტიკული საშუალების მოხმარებზე დაყოლიება მხოლოდ 18 წლამდე პირთან მიმართებით ისჯება, ცვლილების მიხედვით ეს ასაკი 21 წლამდე აიწევს.

5000 დან 10 000 ლარამდე გაიზარდა სანქცია მარიხუანას პოპულარიზაციისა ან რეკლამირებისთვის ფიზიკური პირისთვის, იურიდიული პირის შემთხვევაში კი 10 000 დან 20 000 ლარამდე

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.