ახალი ამბები
„ავიაციის სააგენტოსთან იყო პრობლემები“ – ავიაკომპანია ხელისუფლების შესაძლო ზეწოლაზე
FaceBook
"საქართველოს მთავრობა ავიაკომპანია Wizz Air-ის საქართველოს ბაზრიდან გაშვებას გეგმავს" – ამის შესახებ ინფორმაციას ონლაინ პორტალი BMG, ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა HUB Georgia-ს აღმასრულებელ დირექტორზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვასო ურუშაძე BMG–სთან ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა ორ ავიაკომპანიაზე – Wizz Air–სა და My Way Airlines–ზე ზეწოლას ახორციელებს.

"როგორც წყარომ გვაცნობა, ოქტომბრის ბოლოს, როდესაც ხდებოდა ავიაკომპანია ,,Wizz Air"- სთვის ზამთრის განრიგის დამტკიცება, სამოქალაქო ავიაციის დროებით ხელმძღვანელობაზე ეკონომიკის მინისტრის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა. შემდეგ ეს გადაწყვეტილება გადაიდო არჩევნების გამო და მისი დასრულების შემდეგ კვლავ განახლდება. რეალურად, ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილი აქვს, რომ ავიაკომპანია "Wizz Air" ქართული ბაზრიდან გაუშვას" - აცხადებს ვასო ურუშაძე. მისივე თქმით, ხელისუფლება ხელოვნურ ბარიერებს უქმნის ავიაკომპანია My Way Airlines-საც.

პრობლემების არსებობას ადასტურებენ ავიაკომპანია "My Way Airlines"-ში. კომპანიის კომერციული დირექტორი ამბობს, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განრიგის დამტკიცების გაჭიანურების გამო, რეისები ჩაეშალათ. იგორ აფციაური ეჭვობს, რომ თავის მხრივ ზეწოლას განიცდის ავიაციის სააგენტოც.

"მიმდინარე წლის დასაწყისში, როდესაც განრიგი უნდა დაგვემტკიცებინა, ლიცენზიის ქონის მიუხედავად, გაჭიანურდა ფრენების განრიგზე ნებართვის მიღება. ამის გამო, ნაცვლად მარტისა, ფრენები ივნისიდან დავიწყეთ. ორთვიანი ჩავარდნა ავიაკომპანიისთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა. ვადასტურებ, რომ ეს პრობლემა სააგენტოსთან იყო, თუმცა, თავის მხრივ სააგენტოც განიცდის ზეწოლას ჩვენი კონკურენტი ავიაკომპანიების მხრიდან",–ამბობს იგორ აფციაური.

ავიაკომპანებზე ზეწოლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაცას გამოეხმაურა და სპეკულაცია უწოდა Wizz Air–მა.

"Wizz Air იშვიათად აკეთებს კომენტარს ავიაკომპანიის შესახებ გავრცელებულ სპეკულაციებზე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ Wizz Air იყო პირველი საერთაშორისო ავიაკომპანია, რომელმაც ქუთაისის აეროპორტში 2012 წელს რეისი განახორციელა. ბოლო 6 წლის განმავლობაში ავიაკომპანიამ საქართველოს ქსელში არსებული რეისებით 1,5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო. 2018 წელს კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ცხრა ახალი ავიამიმართულება დაამატა. Wizz Air-ის მიზანია, გააფართოვოს საქართველოში არსებული ქსელი და ქართველ მოგზაურებს შესთავაზოს უფრო მეტი დაბალბიუჯეტიანი ავიამიმართულება ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ", – ნათქვამია განცხადებაში, თუმცა კომპანია არ საუბრობს დაუმტკიცდა თუ არა 2019 წლის ზამთრის სეზონის განრიგი.

HUB Georgia–ს ბრალდებებს უარყოფს ეკონომიკის სამინისტრო. 

"ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია მსგავსი დეზინფორმაციის ტირაჟირება, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის სიცრუეში შეყვანას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ Wizz Air-ის საქმიანობაზე შეზღუდვის დაწესება არ იგეგმება და არც არასდროს დამდგარა დღის წესრიგში", – აცხადებენ სამინისტროში.

Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2012 წლიდან დაფრინავს. ავიაკომპანია My Way Airlines-მა კი ოპერირება მიმდინარე წელს დაიწყო. ის რეისებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახორციელებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.