ახალი ამბები
ტყიბულის შახტში არსებულ ვითარებას უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი სწავლობს
FaceBook
ტყიბულის შახტში ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარმა ოთხკაციანმა ექსპერტთა ჯგუფმა მუშაობა დაიწყო.
ექსპერტთა ჯგუფში გერმანული კომპანია ,,დიემტისა" და ქართული კომპანია ,,საფკოს" წარმომადგენლები შედიან.

მთავრობის მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის წარმომადგენლები, ექსპერტებთან ერთად, მინდელის სახელობის შახტში არსებულ ვითარებას შეისწავლიან.

მათი თქმით, სამუშაო პროცესი ხუთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და დასკვნა სწორედ ამ დროისთვის იქნება ცნობილი. ექსპერტები დოკუმენტაციას შეისწავლიან. ასევე , უბედური შემთხვევის ადგილს და მთლიანად შახტს დაათვალიერებენ. კომპანია "საქნახშირი ჯიაიჯის" დირექტორის თქმით, მზად არიან თანამშრომლობისთვის და ყველა საჭირო დოკმენტაციის მიწოდებისთვის.

ჯამბულ ჯაყელი ვარაუდობს, რომ დასკვნის დადების შემდეგ სამუშაო პროცესი დეკემბრის შუა რიცხვებიდან განახლდება. მანამდე კი სახელფასო ანაზღაურებას სახელმწიფო უზრუნველყოფს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.