ახალი ამბები
ენმ-ს განცხადება ქუთაისის ყოფილი მერის საარჩევნო კამპანიაში ჩართვაზე
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის "ქუთაისის ორგანიზაციის წევრი, გია უკლება ქუთაისის ყოფილი მერის, შოთა მურღულიას მოერე ტურისთვის საარჩევნო კამპანიაში ჩართვას ეხმაურება.

ის ამბობს, რომ შოთა მურღულია არის არა ერთ-ერთი ძველგვარდიელი, არამედ ის კრიმინალური გვარდიის წევრია.

"მურღულიას საქმენი საგმირონი ყველამ კარგად იცის, ასათიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებით. 2014 წელს დაწყებული სამუშაოები დღემდე არ არის დასრულებული და მეტიც, სანიაღვრეების მოუწესრიგებლობის გამო, პროკურატურაშია საქმე აღძრული. ასე რომ ძველი და ახალი კრიმინალები გააერთიანა მთავარმა კრიმინალმა, ბიძინა ივანიშვილმა და და ერთად წარმოგვიდგნენ "ქართული ოცნების" სახით სალომე ზურაბიშვილის შტაბში", - ამბობს ქუთაისის საკრებულოს წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" გია უკლება.

შოთა მურღულია ამ დროისთვის ქალაქში იმყოფება და მეორე ტურისთვის სამთავრობო გუნდის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს დაეხმარება. ინფორმაცია მურღულიას საარჩევნო კამპანიაში ჩართვის შესახებ ქუთაისიპოსტმა გაავრცელა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.
რუსულ კანონს პირველ მოსმენაზე მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.
15:02 / 17.04.2024
რუსულ კანონს პირველ მოსმენაზე მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.