ახალი ამბები
ზესტაფონის მერმა, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს
FaceBook
ზესტაფონის მერმა კახაბერ მახათაძემ, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს.

ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, მერის წასვლამდე, დღეს თანამდებობას დატოვებს მისი მოადგილე ბესიკ ლეონიძე, რომლის ადგილას ფეროშენადნობთა ქარხნის თანმაშრომელი, ელგუჯა კვეტენაძე დაინიშნება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სწორედ ის შეასრულებს მერის მოვალეობას კახაბერ მახათაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ.  

კახაბერ მახათაძეს ამ დროისთვის ორი მოადგილე  ჰყავს - დავით ჩირგაძე და  ბესიკ ლეონიძე ჰყავს. ზესტაფონის მერიაში ახალი მოადგილის დღეს დანიშვნის თაობაზე ინფორმაციას ადასტურებენ. რაც შეეხება, მახათაძის შესაძლო წასვლას, მერიის ადმინსტრაციული სამსახურის უფროსი ეკა დუგლაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთებისგან თავს შეიკავებს. 

"მაგრამ თუკი ქალაქის მერი წავა, ჩვენც წავალთ", –  ამბობს ეკა დუგლაძე.  

ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები 18 სექტემბერს მიმდინარეობდა. თავდაპირველად აქციის მონაწილეებმა მჯდომარე აქცია გამართეს, მოგვიანებით კი მერიის შენობაში შევიდნენ და მერის მისაღები დაიკავეს.

მოშიმშილეები კახაბერ მახათაძეს კორუფციასა და სხვადასხვა კომპანიებში ბიზნესწილების ფლობაში ადანაშაულებენ.

კახაბერ მახათაძე მერად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად "ქართული ოცნების"  კვოტით აირჩიეს. 

მავე თემაზე:

,,დაისაჯოს კანონდამრღვევი კორუმპირებული მერი" - ხმაური ზესტაფონის მერიაში

,,დაისაჯოს კანონდამრღვევი კორუმპირებული მერი" - ხმაური ზესტაფონის მერიაში


"თანამდებობიდან გადადგეს კორუმპირებული მერი" - აქციის მერვე დღე ზესტაფონში

"ვერ ვსარგებლობთ მერის კაბინეტით, ვერ ვიყენებთ ბეჭედს" - ზესტაფონში მერს კაბინეტში არ უშვებენ


Print