ახალი ამბები
ახლადრეაბილიტირებულ თეთრ ხიდზე ფილების ნაწილი დამაგრებული არ არის (ვიდეო)
FaceBook
ორი დღის წინ საზეიმოდ გახსნილ თეთრ ხიდზე ფილების ნაწილი დამაგრებული არ არის. რამდენიმე ფილა ფეხის დაბიჯების დროს მოძრაობს.  როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხიდზე გადაადგილების დროს თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ. 



საქმის მწარმოებელი, რომელიც ადგილზე იმყოფება ხიდზე ხარვეზების არსებობას უარყოფს და ამბობს, რომ რამდენიმე ფილა ბოლომდე კონტროლის მიზნით არ ჩაამაგრეს.

"დატოვებული მაქვს რამდენიმე ადგილზე, რომ საჭიროების შემთხვევაში კონტროლის მიზნით ჩავიდე",–ამბობს საქმის მწარმოებელი და ირწმუნება, რომ ხიდი უსაფრთხოა.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, ბექა ყურაშვილი არ უარყოფს, რომ ხიდზე რამდენიმე ფილა სრულყოფილდ არ არის დამაგრებული, თუმცა, ამბობს, რომ მერიას ხიდი ჯერჯერობით ჩაბარებული არ აქვს. მისივე თქმით, შესაძლოა, ფილების დაზიანება მოტოციკლით გადაადგილებასაც გამოეწვია.

"მე პირადად შევესწარი ასეთ ფაქტს, რომ მოტოციკლებით გადაადგილდებიან",–ამბობს ბექა ყურაშვილი.

თეთრი ხიდი, რომლის რეაბილიტაციის დასრულებასაც ადგილობრივები ხუთი თვე ელოდნენ, 2 ნოემბერს, საზეიმოდ გაიხსნა.


ამავე თემაზე:

როგორი უნდა ყოფილიყო და როგორია თეთრი ხიდი

განახლებული თეთრი ხიდი ღამით (ფოტო)

რას ფიქრობენ ქუთაისში განახლებულ თეთრ ხიდზე? (ვიდეო)




Print
თეგები: #თეთრი ხიდი