ახალი ამბები
როგორ გამოიყურება ხონში ახალგახსნილი ფსიქიატრიული (ფოტო)
FaceBook
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირში ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ერთი ახალი კორპუსი დაემატება.

ორსართულიანი სამედიცინო შენობა 2 400 კვ.მეტრზეა განთავსებული და ის 100 პაციენტზეა გათვლილი. 

"ბენეფიციარების უსაფრთხოებისთვის, პერიმეტრზე, პრივატული სივრცეების გარდა, ვიდეოკონტროლი მიმდინარეობს", - ამბობს ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი, გოჩა ბაკურაძე.

დაწესებულებაში, რომლის მოსაწყობად ორ მილიონ ლარამდე დაიხარჯა, ნებაყოფლობით მკურნალონაზე მყოფი პაციენტები განთავსდებიან. ფსიქიატრიულის ახალი სტაციონალური კორპუსი საინვესტიციო ვალდებულების ფარგლებში გაკეთდა.


პაციენტების ოთახი




სამედიცინო შენობის კორიდორი


შენობაში, პრივატული სივრცეების გარდა, ვიდეომონიტორინგი მიმდინარეობს


ექიმის კაბინეტი


პაციენტის ოთახი

სამზარეულო


სასეირნო სივრცე


მოსავნებელი ადგილი


ადაპტიტებული სველი წერტილი


ახალი ფსიქიატრიულის სტაციონალური კორპუსის გახსნა

ახალი კორპუსის პარალელურად, ჩვეულებრივ რეჟიმში იფუნქციონირებს იმავე ეზოში მდებარე ძველი კორპუსიც, სადაც საცხოვრებელი ოთახების უმეტესობა ჰიგიენის მინიმალურ ნორმებსაც კი ვერ აკმაყოფილებს. აღნიშნულ შენობაში 550 პაციენტია სტაციონარში განთავსებული.

„ამორტიზებული შენობა, ჩამოყრილი ბათქაში, ჩამსხვრეული მინები, მორყეული კარ-ფანჯარა, მოუწესრიგებელი სველი წერტილები და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემები მთლიანი დაწესებულების, განსაკუთრებით კი თავშესაფრის მომსახურებით მოსარგებლე ბენეფიციარებს ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში ამყოფებს,” - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც ხონის ფსიქიატრიულის მონახულების შემდეგ გავრცელდა.

ქუტირში ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ძველი შენობის რეაბილიტაციაც დაწყებულია, რომლის დასრულდება 2020 წლისთვის იგეგმება. მანამდე, ცენტრის ძველ კორპუსში მოთავსებულ პაციენტებს ყოფნა კვლავ სავალალო პირობებში მოუწევთ. 

აკადემიკოს ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიატრიული საავადმყოფო ხონში 1978 წლის 23 თებერვალს გაიხსნა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.