ახალი ამბები
არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის უკიდურესი ვადა 2 დეკემბერია
FaceBook
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე უნდა დანიშნოს.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება პირველი ტურის შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე.

მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. კანდიდატების მიერ ხმათა თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში კი იმარჯვებს ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში 50%–იანი ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა, რის გამოც, მეორე ტური ინიშნება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით,  მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.63% მიიღო, ხოლო, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ 37.74%.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #არჩევნები 2018
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.