ახალი ამბები
როგორ დაისჯება სიძეზე გაბრაზებული სიდედრი, ქუთაისის აეროპორტში განხორციელებული ცრუ ზარისთვის
FaceBook

ქუთაისის აეროპორტში ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებაზე გამოძიება მიმდინარეობს.


შშს–ს ცნობით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის საინფორმაციო ცენტრში შესული შეტყობინების ფაქტზე გამოძიება სსკ–ის 331 –ე მუხლით გრძელდება, რაც ტერორიზმის სესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით,  331 – ე მუხლის თანახმად  ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება ისჯება:

1.  ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

2. იგივე ქმედება: ა) ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) ჩადენილი არაერთგზის; გ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

25 ოქტყომბერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ „ვიზეარის“ რეისმა W6 1576 ქუთაისი - ვარშავას მიმართულებით იძულებითი დაშვება განახორციელა რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში, რისი მიზეზიც ქუთაისის აეროპორტში განხორციელებული საეჭვო სატელეფონო ზარი გახდა. 

"ბორტის წევრებმა იმოქმედეს დადგენილი პროცედურების შესაბამისად და რისკის თავიდან აცილების მიზნით საჰაერო ხომალდის დაუგეგმავი დაშვება განახორციელეს ბუქარესტის აეროპორტში. ყველა მგზავრი და ბორტის წევრი უსაფრთხოდ იქნა გადაყვანილი ხომალდიდან. აღმოჩნდა ცრუ განგაში,"– ნათქვამია აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

პოლიციის განყოფილებას ქუთაისის აეროპორტის საინფორმაციო ცენტრის ოპერატორი დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ ცნობათა ბიუროს ტელეფონზე დარეკა უცნობმა ქალბატონმა და ოპერატორს განუცხადა, რომ ერთ-ერთი რეისში მჯდომ კონკრეტულ პიროვნებას და მის თანმხლებ პირს ააფეთქებდა.

ქალის ვინაობა დადგენილია. მან სამართალდამცველებთან სატელეფონო გამოკითხვისას განაცხადა, რომ ის გაბრაზებული იყო სიძეზე და აღელვების ნიადაგზე დარეკა ქუთაისის აეროპორტის საინფორმაციო ცენტრის ოპერატორთან.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.
რუსულ კანონს პირველ მოსმენაზე მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.
15:02 / 17.04.2024
რუსულ კანონს პირველ მოსმენაზე მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.