ახალი ამბები
დირექტორის პირველი კომენტარი ხონის ფსიქიატრიულში არსებულ მდგომარეობაზე
FaceBook
სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული განცხადებით, რომელიც სოფელ ქუტირში მდებარე ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შეეხებოდა, ქუთაისიპოსტიც დაინტერესდა.
თუმცა, დაწესებულების დირექტორმა ჟურნალისტები შენობაში არ შეუშვა.  სამაგიეროდ, ხონის ფსიქიატრიულში არსებულ მდგომარეობაზე ჩვენთან პირველი კომენტარი გააკეთა: 



საქართველოს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფელ ქუტირში მდებარე ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საცხოვრებელი ოთახების უმეტესობა ჰიგიენის მინიმალურ ნორმებსაც კი ვერ აკმაყოფილებს.

ომბუდსმენის განცხადებაში, რომელსაც ფოტომასალაც თან ერთვის, აღნიშნულია, რომ 600 პაციენტზე გათვლილი ფსიქიატრიული სავალალო მდგომარეობაშია.

„ამორტიზებული შენობა, ჩამოყრილი ბათქაში, ჩამსხვრეული მინები, მორყეული კარ-ფანჯარა, მოუწესრიგებელი სველი წერტილები და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემები მთლიანი დაწესებულების, განსაკუთრებით კი თავშესაფრის მომსახურებით მოსარგებლე ბენეფიციარებს ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში ამყოფებს,” - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შენობაში არსებული მძიმე დგომარეობის გარდა, ომბუდსმენი სხვა პრობლემებზეც საუბრობს. მისი განცხადებით, დაწესებულებაში წინა წლებში არსებული მდგომარეობის მსგავსად, კვლავ პრობლემას წარმოადგენს სომატური დაავადებების დროული და ადეკვატური მკურნალობის ხელმიუწვდომლობა, ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია და არანებაყოფლობითი სამედიცინო ინტერვენცია.

"სამწუხაროდ, პაციენტთა გარკვეული ნაწილი არ საჭიროებს აქტიურ მკურნალობას, მაგრამ წლების განმავლობაში იმყოფება სტაციონარში, მხოლოდ იმიტომ, რომ "წასასვლელი არ აქვს". ამის ძირითად მიზეზებს წარმოადგენს გაწერილი პაციენტის მხარდამჭერი სისტემის არარსებობა, მატერიალური დაუცველობა, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების არარსებობა, ამბულატორიული ფსიქიატრიული სერვისების გეოგრაფიული ხელმიუწვდომლობა და თემზე დაფუძნებული ფსიქიატრიული სერვისების სიმწირე; ასევე დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო პაციენტთა უნარ-ჩვევების დეფიციტი",- აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"სომატური დაავადებების დროული და ადეკვატური მკურნალობის ხელმიუწვდომლობისა და პაციენტთა მხარდამჭერი სისტემის არარსებობის შესახებ არის სისტემური პრობლემა და შესაბამისად, ამ რეკომენდაციების ადრესატი არის ჯანდაცვის სამინისტრო", - ამბობს ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, გოჩა ბაკურაძე.

"სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაუყოვნებლივ შეიმუშაოს და განახორციელოს ფსიქიატრიული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია. ამასთან, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მყოფი პაციენტების მოთავსება ადამიანის ღირსებასთან თავსებად პირობებში", – აღნიშნულია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში განმარტავენ, რომ ხონის ფსიქიატრიულს ახალი კორპუსი დაემატება. ახალი ფსიქიატრიულის სტაციონალური კორპუსი დაახლოებით ორ კვირაში გაიხსნება და ის ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება. კორპუსის მშენებლობისთვის ორი მილიონი ლარი იხარჯება. რაც შეეხება ძველ კორპუსს რეაბილიტაცია დაწყებულია და მისი დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.