ახალი ამბები
დაავადებათა კონტროლი გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარებასთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს
FaceBook
"ოქტომბერი გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო თვედ ითვლება, შესაბამისად, მოსახლეობის მხრიდან აქტივობა უკვე არის და ალბათ, კიდევ უფრო გაიზრდება," - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ხაზაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ნებისმიერი ქრონიკული დაავადების დროს გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება რეკომენდებულია, რადგან ასეთი დაავადების მქონე ადამიანებს გრიპი უფრო მძიმედ გადააქვთ. მისი ინფორმაციით, მაღალი რისკის მქონე ჯგუფებისთვის გრიპის საწინააღმდეგო აცრების ჩატარებას სახელმწიფო უზრუნველყოფს.

"ოქტომბერი გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო თვედ ითვლება, შესაბამისად მოსახლეობის მხრიდან აქტივობა უკვე არის და ალბათ, კიდევ უფრო გაიზრდება. ნებისმიერი ქრონიკული დაავადებების დროს მაქსიმალურად რეკომენდებულია, რომ გრიპის საწინააღმდეგო აცრა ჩატარდეს იმიტომ, რომ ასეთი დაავადების მქონეებს როგორც წესი, უფრო მძიმედ გადააქვთ გრიპი.

მაღალი რისკის მქონე ჯგუფებისთვის გრიპის საწინააღმდეგო აცრების ჩატარებას სახელმწიფო უზრუნველყოფს. მაღალი რისკის ჯგუფებად გამოყოფილია დიალიზზე მყოფი პაციენტები და მათი მომვლელი პერსონალი, 18 წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებულები, ც ჰეპატიტით დაავადებულები, აივ-ინფიცირებულები, სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურე პირები და პერსონალი, ორსულები.

ვაქცინებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება მოკლებულია რეალურ საფუძველს და ძალიან ცუდია, თუ მოსახლეობაში ასეთი დამოკიდებულება არსებობს იმიტომ, რომ ვაქცინა არის მსოფლიო მიღწევა და უარი არ უნდა ვთქვათ ამაზე. მითუმეტეს მაშინ, როცა სახელმწიფო თავისი სახსრებით სთავაზობს ადამიანებს ყველაზე უსაფრთხო და პროფილაქტიკურ საშუალებას. გრიპის პროფილაქტიკისთვის სხვა პირდაპირი საშუალება გარდა ვაქცინაციისა არ არსებობს," - განაცხადა ხათუნა ხაზაშვილმა.

http://www.interpressnews.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.