ახალი ამბები
ქუთაისში სუპერმარკეტი "დეილი" გაძარცვეს
FaceBook
ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში სუპერმარკეტი "დეილი" გაძარცვეს.
შსს-ს ინფორმაციით, მაღაზიაში ერთი პირი შევიდა და  1000 ლარამდე თანხა გაიტაცა. 

შემთხვევა გამთენიას მოხდა.

ფაქტზე  დაწყებულია გამოძიება სსკ-ს  178-ე მუხლით, რაც ძარცვას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, პირის დაკავების მიზნით მიმდინარეობს ოპერატიული ღონისძიებები.

ავანგარდში, სულხან-საბას ქუჩაზე  "დეილის" ქსელის ამ მაღაზიაში დანაშაული  გასულ  წელსაც   მოხდა.

2017 წლის 20 ნოემბერს, დილის 5 საათზე მარკეტში ოთხი ნიღბიანი შეიჭრა და  დანის მუქარით 5000 ლარი გაიტაცეს, ასევე,  წაიღეს სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელები. 


Print