ახალი ამბები
ხონში ახალი ფსიქიატრიულის კორპუსი იხსნება
FaceBook
ხონში ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ერთი ახალი კორპუსი დაემატება.
ახალი ფსიქიატრიულის სტაციონალური კორპუსი დაახლოებით ორ კვირაში გაიხსნება.

ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში განმარტავენ, რომ ახალი შენობა ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება, რომლის მშენებლობისთვის ორი მილიონი ლარი იხარჯება.

"ახალი კორპუსი 2 400 კვ.მ იქნება, რომელიც ასამდე პაციენტზე არის გათვლილი", - ამბობს ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი, გოჩა ბაკურაძე.

იმერეთში, ხონში არსებულ ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში 550 პაციენტია სტაციონარში განთავსებული. ცენტრს სულ 650-700-მდე პაციენტის მომსახურების საშუალება აქვს.

კლინიკაში ამბობენ, რომ ახალ კორპუსში ნებაყოფლობით მკურნალონაზე მყოფი პაციენტები განთავსდებიან. რაც შეეხება სხვა განყოფილებებს, ცენტრში აცხადებენ, რომ რეაბილიტაცია დაწყებულია და მისი დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება.
Print