ახალი ამბები
Wizz Air-ის უფასო ხელბარგის რეგულაციაში ცვლილებაა
FaceBook
1 ნოემბრიდან ავიაკომპანია Wizz Air-ი ბარგის წონის რეგულაციას შეცვლის. Wizz Priority-ს გარეშე ავიაკომპანიის მგზავრები ბორტზე მცირე ზომის ჩანთების, ზომით 40 x 30 x 20 სმ -ის ატანას შეძლებენ, რომელიც საკუთარი სკამის ქვეშ უნდა მოათავსონ. ქუთაისიდან ფრენის შემთხვევაში კი 10-კილოგრამიანი ჩასაბარებელი ბარგი 1 ნოემბრის და შემდგომ ფრენებზე 25 ლარი ეღირება.

Wizz Priority-ს ყიდვის შემთხვევაში კი, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან ფრენის შემთხვევაში 16-25 ლარია, ზემოთ მოცემული ზომების მქონე მცირე ზომის ჩანთასთან ერთად, მომხმარებელს მეორე, ზომებით 55 x 40 x 23 სმ -ის მქონე ჩანთის ბორტზე ატანაც შეეძლებათ.

მომხმარებლებს კი, რომლებმაც Wizz Priority-ის გარეშე 1 ნოემბრის ან შემდგომი ფრენის ბილეთები 10 ოქტომბრამდე შეიძინეს, უფასოდ დაემატებათ 10 კგ-იანი ჩასაბარებელი ბარგი. მათ კი, ვისაც უკვე შეძენილი აქვთ 20 ან 32 კგ-იანი რეგისტრირებული ბარგი, უფასოდ დაემატება WIZZ Priority.

imedinews.ge
Print