ახალი ამბები
"ფეროს" ეზოში მტვრის გროვა ბალახის საფარით დაიფარება
FaceBook
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორიაზე გაზგამწოვებიდან გამოტანილი მტვრის გროვის უტილიზებაზე, "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ მოწვეული პოლონელი სპეციალისტები მუშაობენ.

სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველის გადაწყვეტილებით, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ქარხნის ეზოში არსებული მტვრის გროვა ბალახის საფარით დაიფარება.

"წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. მტვრის გროვის დაფარცხვის დასრულების შემდეგ, ეზოში არსებული გზა გეოტექსტილით დაიფარება. შემდეგ კი, სპეციალისტების განმარტებით, ბალახის ჰიდრო-დარგვის პროცესი დაიწყება, რაც შვიდ დღეს გასტანს. 

პირველ მწვანე საფარს დეკემბრის დასაწყისში ელოდებიან. მტვრის გორები ბალახით სრულად დაიფარება, რის შემდეგაც, მტვერი ჰაერში აღარ გაიფანტება," - აცხადებენ კომპანიაში. მათივე ინფორმაციით,  ფეროშენადნობთა ქარხანაში დაწყებული სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. პოლონურ კომპანია "აგრო მაქს დეკორთან" გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, პროცესი ორ თვეში დასრულდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.
რუსულ კანონს პირველ მოსმენაზე მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.
15:02 / 17.04.2024
რუსულ კანონს პირველ მოსმენაზე მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.