ახალი ამბები
5 მთავარი კერძი, რომლის გასინჯვის გარეშე იმერეთი არ უნდა დატოვო (ფოტო)
თუ იმერულ სუფრასთან სტუმრად მოხვდებით, სტუმართმოყვარე დიასახლისის გარდა, სამუდამოდ დაგამახსოვრდებათ იმერული კერძების გემო.
"ქუთაისიპოსტი" გთავაზობთ მთავარი იმერული კერძების რეცეპტებს.

ყველით სავსე იმერული ხაჭაპური


იმერული ხაჭაპურის მთავარი საიდუმლო ცომზე ბევრი ყველია. შესაბამისად, ნამდვილი იმერული ხაჭაპური რომ გამოაცხოთ, არ დაგენანოთ ყველი.

ინგრედიენტები: ფქვილი-1 კგ. საფუარი-1 ს.კ. მარილი-1/2 ს.კ. გადადუღებული თბილი წყალი-1/2 ლ. ყველი (ნაკლებად მარილიანი)-1,5 გკ. 2 ცალი კვერცხი. (გამოგივათ დაახლოებით 5 საშუალო ზომის ხაჭაპური).

მომზადების წესი: თბილ წყალში გახსნილი საფუარი დაამატეთ ფქვილს და მარილს. ცომი მოზილეთ თბილი წყლით, საშუალოდ გამკვრივებამდე. გააჩერეთ იმ დრომდე, სანამ ცომი ამოფუვდება. გახეხილი ყველში აურიეთ 2 სუფრის კოვზი ფქვილი და ორი კვერცხის ცილა, იმისთვის რომ ყველმა არ გამოჟონოს ცომიდან, ხოლო დარჩენილი კვერცხის გულები თავზე მოსასმელად შეინახეთ. ამოფუებული ცომი გააბრტყელეთ და მოათავსეთ მასში გახეხილი ყველი, კარგად შეახვიეთ, გადაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული და გადაიტანეთ ქურაში. აცხვეთ დაახლოებით 7-9 წუთის განმავლობაში. გამომცხვარ იმერულ ხაჭაპურს ზემოდან გადაუსვით კარაქი.


იმერული წიწილა ტყემალში



შემწვარი წიწილას შესაკმაზად, იმერეთში შეუცვლელ სოუსად ტყემალი ითვლება. კერძი განსაკუთრებულად გემრიელი მაშინ გამოდის, თუ ახალი, მწვანე ტყემლით მოამზადებთ.

ინგრედიენტები:
1 წიწილა, 1 კგ.ახალი ტყემალი 1-2 თავი ახალი ნიორი, 1 კონა ქინძი, 1 კონა ცერეცო 1/2 კონა ომბალო, დაღერღილი წითელი წიწაკა, მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი: ნიორი მარილთან და წიწაკასთან ერთად დავნაყოთ. დავნაყოთ  დაჭრილი მწვანილებიც. მიღებული მასა, მოხარშულ და საცერში გატარებულ მწვანე ტყემალს დავამატოთ. ბოლოს, მზა ტყემლის სოუსი შემწვარ წიწილას მოვასხათ.


ნეშოს ფოთოლში გამომცხვარი იმერული მჭადები


ნეშოიანი მჭადების არაჩვეულებრივი გემო სწორედ მომზადების წესზეა დამოკიდებული, რაც მჭადების კეცზე, ფოთლებთან ერთად გამოცხობას გულისხმობს. ნეშოს, განასხლავი ხის მცირე ტოტებზე ფოთლების ნაყარს ეძახიან. ნეშოიან მჭადებს იმერეთში ხშირად თხმელის, მუხის, ან კაკლის ხის ფოთლებით აცხობენ.

ინგრედიენტები:
3 ჩაის ჭიქა გაცრილი სიმინდის ფქვილი, 1,5 წყალი, ნეშოს ფოთლები.

მომზადების წესი:
სიმინდის ფქვილი ჩავყაროთ ჯამში, დავასხათ წყალი (უკეთესია თბილი წყალი) და კარგად მოვზილოთ ცომი. გავაცხელთ ორი კეცი, კეცის ფსკერზე დავაფინოთ რამდენიმე ნეშოს ფოთოლი და ჩავაკრათ ცომი, ზედ ამობრუნებულად დავახუროთ მეორე ცხელი კეცი, დავაყაროთ ზევიდან ნაცრიანი ნაკვერჩხალი და გამოვაცხოთ. ანალოგიური წესით შეიძლება მჭადები გამოვაცხოთ ერთდროულად რამოდენიმე კეცზე.  მჭადი მზად იქნება 40-50 წუთის შემდეგ. 

ეკალა

გემრიელი ეკალას მომზადების მთავარი საიდუმლო, მისი ზუსტი პროპორციებით შეკმაზვაშია.



ინგრედიენტები: 1 კგ.მოხარშული ეკალა 200 გრ, გატარებული ნიგოზი, 2-3 კბილი ნიორი, 4-5 ღერი ომბალო, 1 კონა ქინძი, 1 კონა ოხრახურში, 3 ს.კოვზი ძმარი მარილი, წიწაკა.

მომზადების წესი: მოხარშული ეკალა კარგად დავკეპოთ. ცალკე ერთად დავნაყოთ ნიგოზი, ნიორი და მარილი. მიღებული მასა ეკალას  წვრილად დაჭრილ მწვანილთან ერთად დავამატოთ. მიღებულ მასასლ მოვასხათ ძმარი, მოვაყაროთ მარილი, წიწაკადა ხელით მოვურიოთ.

ვიდრე სუფრამდე მიიტანთ, შეგიძლიათ გააფორმოთ დაჭრილი ხახვითა და ბროწეულის მარცვლებით.

ნიგვზიანი ბადრიჯნის როლები ბროწეულით


თუ ნიგვზიანი ბადრიჯანი გინდათ, რომ გემრიელლი გამოგივიდეთ, იმერელი დიასახლისების რჩევაა, კერძს არ დააკლოთ ნიგოზი.

ინგრედიენტები:
ბადრიჯანი - 4 ცალი, ხახვი - 1 დიდი თავი,  1 ჭიქა გატარებული ნიგოზი, უცხო სუნელი 2ჩ/კ, 2ს/კ ძმარი, ნიორი - 2-3 კბილი, 4-5 ღერი ახალი  ქინძი, ხმელი ქინძი, ყვითელი ყვავილი, ოხრახუში,  1 ცალი მწვანე წიწაკა, ზეთი (შესაწვავად) მარილი - გემოვნებით.

მომზადების წესი: გასუფთავებულ ბადრიჯანს მოვაჭრათ ყუნწები, თხლად დავჭრათ და მარილი მოვაყაროთ. 20 წუთის შემდეგ გავწუროთ და ზეთში შევწვათ. ამავე ცხიმში მოვშუშოთ ხახვი, დავუმატოთ დანაყილი ნიორი, ნიგოზი, დაჭრილი მწვანილი, სანელებლები და ძმარი. ნიგვზის მასა წავუსვათ ბადრიჯნის ნაჭრებს, გადავკეცოთ და ზემოდან კიდევ ერთხელ წავუსვათ ნიგვზის მასა.ვიდრე კერძს სუფრამდე მიიტანენ დაჭრილი წიწაკით და ბროწეულით აფორმებენ. 



თუ იმერულ სუფრასთან სტუმრად მოხვდებით, სთუმართმოყვარე დიასახლისის გარდა, სამუდამოდ დაგამახსოვრდებათ იმერული კერძების გემო.

„ქუთაისიპოსტი“ გთავაზობთ მთავარი იმერული კერძების რეცეფტებს.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა სიახლეები
დღის სიახლეები
ქვაბების ნაკრებზე არსებულ პოპულარობას ბევრი სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს და ინტერნეტ მაღაზიები მათი სხვადასხვა ბრენდის, მოდელისა და კომპლექტაციით ცდილობენ მიიპყრონ მომხმარებლის ყურადღება.
21:49 / 19-02-2019
სამტრედიის სოფელ ტოლებში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა.
21:35 / 19-02-2019
ქუთაისში თაბუკაშვილის ქუჩა  #86-ში, სტიქიამ ციბაძეების ოჯახი დააზარალა.
14:29 / 19-02-2019
დღეს, ქუთაისში, წერეთლის  ქუჩა #117 ( ბალახვანში, მე-12 სკოლის მიმდებარედ) სამოქალაქო მოძრაობის ქუთაისის წარმომადგენლობის პრეზენტაცია გაიმართა.
14:07 / 19-02-2019
მსგავსი სიახლეები






ტყიბულის მერის მოადგილეს, გიორგი ლომთაძეს საკუთარი თანაგუნდელები
უპირისპირდებიან.
ტყიბულის მერის მოადგილეს, გიორგი ლომთაძეს საკუთარი თანაგუნდელები უპირისპირდებიან.
12:58 / 20.02.2019






ქართული ხალხური ცეკვები პარიზის რეგიონში, საფრანგეთის
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა. 
ქართული ხალხური ცეკვები პარიზის რეგიონში, საფრანგეთის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა. 
10:07 / 20.02.2019






ქვაბების ნაკრებზე არსებულ პოპულარობას ბევრი სხვადასხვა ფაქტორი
განაპირობებს და ინტერნეტ მაღაზიები მათი სხვადასხვა ბრენდის,
მოდელისა და კომპლექტაციით ცდილობენ მიიპყრონ მომხმარებლის
ყურადღება.

ქვაბების ნაკრებზე არსებულ პოპულარობას ბევრი სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს და ინტერნეტ მაღაზიები მათი სხვადასხვა ბრენდის, მოდელისა და კომპლექტაციით ცდილობენ მიიპყრონ მომხმარებლის ყურადღება.

21:49 / 19.02.2019






სამტრედიის სოფელ ტოლებში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად
აფეთქება მოხდა.
სამტრედიის სოფელ ტოლებში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა.
21:35 / 19.02.2019






სამტრედიის სოფელ ტოლებში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად
აფეთქება მოხდა.
სამტრედიის სოფელ ტოლებში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა.
21:35 / 19.02.2019
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.