ახალი ამბები
ზესტაფონში მერის მხარდამჭერთა კონტრაქცია მიმდინარეობს
FaceBook
ზესტაფონში შიმშილობის აქციის პარალელურად მერიის შენობასთან კახა მახათაძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები ამბობენ, რომ პრობლემების გასაცნობად მერთან შეხვდერა სურთ, რასაც ვერ ახრეხებენ,  რადგან თავად მერს მოშიმშილეები კაბინეტში არ უშვებენ.

მერის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები მერის კაბინეტის წინ მსხდომ მოშიმშილეებთანაც მივიდნენ და სთხოვეს, კახა მახათაძისთვის კაბინეტში შესვლის უფლება მიეცათ, რასაც მცირე ხმაური მოჰყვა.

კონტრაქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მოქალაქეებმა პროტესტის ისეთ ფორმას უნდა მიმართონ, რომელიც ქალაქის განვითარებას ხელს არ შეუშლის.

ზესტაფონის მერიაში პროცესებს მართულს უწოდებენ. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ეკა დუგლაძე ამბობს, რომ მოშიმშილეების უმრავლესობას ის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებსაც ახალი წლიდან ზესტაფონის მერიაში ხელშეკრულებები აღარ გაუგრძელდათ და რომ მათ უკან კონკრეტული ადამიანები დგანან.

"არის ვიღაც, ვისაც არ აწყობს ზესტაფონში დალაგებული სიტუაცია. ეს ადამიანები თავიდანვე კახას მოსვლის წინააღმდეგი იყვნენ და ეს პროცესები თავიდან ბოლომდე არის მართული. ერთ კვირაზე მეტია პარალიზებულია მერიის მისაღები, ვერ ვსარგებლობთ მერის კაბინეტით, ვერ ვიყენებთ ბეჭედს, პროცესები სრულად გასცდა სამართლებრივ ჩარჩოებს. დღე და ღამე აქ არიან, ფაქტობრივად უმართავია სიტუაცია მერიის შენობაში", - ამბობს ეკა დუგლაძე.

ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები 18 სექტემბერს დაიწყო. თავდაპირველად აქციის მონაწილეებმა იმჯდომარე აქცია გამართეს, მოგვიანებით კი მერიის შენობასი შევიდნენ და მერის მისაღები დაიკავეს.

მოშიმშილეები კახაბერ მახათაძეს კორუფციასა და სხვადასხვა კომპანიებში ბიზნესწილების ფლობაში ადანაშაულებენ.



მავე თემაზე:

,,დაისაჯოს კანონდამრღვევი კორუმპირებული მერი" - ხმაური ზესტაფონის მერიაში

,,დაისაჯოს კანონდამრღვევი კორუმპირებული მერი" - ხმაური ზესტაფონის მერიაში


"თანამდებობიდან გადადგეს კორუმპირებული მერი" - აქციის მერვე დღე ზესტაფონში

"ვერ ვსარგებლობთ მერის კაბინეტით, ვერ ვიყენებთ ბეჭედს" - ზესტაფონში მერს კაბინეტში არ უშვებენ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.