ახალი ამბები
ბავშვების სოციალური მდგომარეობისა და ორგანიზმში ტყვიის შემცველობის კვლევა იწყება
FaceBook
საქართველოს მასშტაბით კვლევა იწყება, რომელიც ოჯახების, ბავშვებისა და ქალების მდგომარეობას, ასევე, წყლის ხარისხსა და სისხლში ტყვიის შემცველობას შეისწავლის. 

ამ განსახორციელებელ კვლევაზე ისაუბრეს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ქუთაისში  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი), გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულის ცენტრის წარმომადგენლებმა. 

მოსახლეობის გამოკითხვა მიმდინარე წლის 20 სექტემბერს დაიწყება და ამავე წლის 20 დეკემბერს დასრულდება. 

"კვლევის ფარგლებში შეგროვდება მონაცემები განათლების, ჯანდაცვის, ბავშვის განვითარებისა და ზრუნვის, აღზრდის, ადრეული ქორწინების, ენერგიის მოხმარების, გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების, დევნილებისა და ეროვნული უმცირესობების მდგომარეობის შესახებ", - ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური პოლიტიკის სპეციალისტი, თინათინ ბაუმი. 

კვლევა საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ყველა რეგიონში ჩატარდება, როგორც ქალებში, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებში, სულ 14 000 ოჯახში. ის საქართველოში სტატისტიკის ეროვნული სამსახური, გაეროს ბავშვთა ფონდის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. კვლევას ფინანსურად სხვა დონორებიც ეხმარებიან. 

"კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას დაგეგმოს და შეიმუშავოს მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკა", - ამბობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული მართვის დეპარტმანეტის იმერეთის სამმართველოს უფროსი, გოჩა გიორგიძე. 

კვლევის  ფარგლებში ინტერვიური გაესაუბრება ოჯახის წევრებს და მათთან ერთად შეავსებს კითხვარებს, მზომავი გაზომავს ბავშვის სიმაღლესა და წონას, აიღებს სასმელი წყლის სინჯს, სპეციალიზირებული მედდა, მშობელთა თანხმობის საფუძველზე, აიღებს სისხლის სინჯს 2-7 წლის ბავშვისგან, სისხლი გაიგზავნება ევროპის ერთ-ერთ წამყვან ლაბორატორიაში და შემოწმდება ტყვიის შმეცველობაზე, ანალიზის პასუხები კონფიდენციალურობის დაცვით, ეტაპობრივად გაეგზავნება ოჯახებს საჭიროების შემთხვევაში, ისინი მიიღებენ უფასო კონსულტაციებს. 

1995 წლიდან დღემდე 295 კვლევა ჩატარდა 107 ქვეყანაში. საქართველოში ბოლოს მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა 2005 წელს ჩატარდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების
წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და
საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
12:12 / 25.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.