ახალი ამბები
გუბისწყალში კონფლიქტის დროს 65 წლის ქალბატონი გარდაიცვალა
FaceBook
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუბისწყალში კონფლიქტის დროს 65 წლის ქალბატონი გარდაიცვალა.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, კონფლიქტი ახალგაზრდა წყვილის ქორწინებას მოჰყვა, 22 წლის გოგოს ოჯახი გვიან ღამით ტუსკაძეების სახლში შვილის ადგილსამყოფელის გასაგებად მივიდა, სადაც  მხოლოდ ბებია და ბაბუა იმყოფებოდნენ.

ტუსკაძეები ამბობენ, რომ შელაპარაკების დროს დააზიანეს სახლის კარები, ჩაამსხვრიეს ფანჯრები, ნევიულობის ნიადაგზე კი 65 წლის ქალი გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
Print
თეგები: #კონფლიქტი