ახალი ამბები
ქუთაისის მეორე საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს ჩამონგრეული ჭერით შეხვდება
FaceBook
ქუთაისის მეორე საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის დაწყებას შენობის პირველ სართულზე ჩამონგრეული ჭერით შეხვდება.


მშობლების თქმით, ჭერის დაზიანება მეორე სართულზე საკლასო ოთახების გაუქმებამ და შესაბამისად, საყრდენი კედლების ჩამოხსნამ გამოიწვია.  სკოლის დირექტორი მურად ჯიშკარიანი კი განმარტავს, რომ ერთი წლის წინ სკოლის შენობაში ჩატარებული რეაბილიტაციის დროს, შეკიდული ჭერი ისე გაკეთდა, არსებულის გამაგრება არ მომხდარა.

"შარშან რაც გაკეთდა, ყველაფერი კარგად გაკეთდა. ახლა გასაკეთებელია ის ჭერი, რომელსაც არ შევხებივართ და რომელზეც შეკიდული ჭერი დავამაგრეთ. ჯერ უნდა მომხდარიყო მისი გამაგრება. თუმცა, ეს მაშინ არ ვიცოდით. ეს პასუხი სამხარაულის ექსპერტიზამ აგვისტოში დადო", - ამბობს სკოლის დირექტორი.

მისივე თქმით, უკვე მზადაა რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტი და ხარჯაღრიცხვა. თუმცა, როდის დაიწყება სამუშოები მისთვის უცნობია.

"ყველაფერი გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში და იმათზეა დამოკიდებული, როდის გამოცხადდება სახელმწიფო შესყიდვა", - განმარტავს დირექტორი.

სკოლაში რეაბილიტაციის დაწყება სასწავლო პროცესს ნაწილობრივ ხელს შეუშლის, რადგან მურმად ჯიშკარიანის თქმით, სამი საკლასო ოთახი დროებით დაიკეტება.

შენობაში რეაბილიტაცია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტომ უნდა განახორციელოს.

"გვაქვს ექსპერტიზის შუალედური დასკვნა, სადაც წერია, რომ სკოლაში ჭერი უნდა გამაგრდეს. ჩვენ მივწერეთ,
დააკონკრეტონ რა არეალზეა საუბარი. ამ პასუხის მიღებისთანავე ტენდერს გამოვაცხადებთ", - განგვიმარტეს სააგენტოში.

ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში, სადაც სარეკონსტრუქციო სამუშაოები ერთი წლის წინ ჩატარდა, ჭერი ორჯერ ჩამოვარდა. პირველი შემთხვევა საკლასო ოთხში, საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას მოხდა. მეორედ კი, ჭერი ორი თვის წინ, შენობის პირველი სართულის ფოიეში დაზიანდა.

გასულ წელს სასწავლო დაწესებულების რეაბილიტაცია ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "თაგიმ" შეასრულა. სამუშაოების ფარგლებში, რისთვისაც 700 000 ლარი იყო გათვალისწინებული, შენობის პირველ სართულზე გაკეთდა ე.წ. შეკიდული ჭერი, მოხდა იატაკის და კედლების რეაბილიტაცია. იმ დროისთვის სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების ხარისხი ამავე სკოლის პედაგოგმა გააპროტესტა.

ამავე თემაზე:

ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ჭერი მეორედ ჩამოინგრა

რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქუთაისის საჯარო სკოლაში ჭერის ჩამონგრევას არ ადასტურებს

ქუთაისის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის დროს ჭერი ჩამოინგრა
ქუთაისის #2 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის ხარისხს პედაგოგი აპროტესტებს
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ
მესხიშვილის თეატრთან დააკავა, თავისუფალია.
17:29 / 22.04.2024
ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ მესხიშვილის თეატრთან დააკავა, თავისუფალია.
„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“
კონსტიტუციურ კანონპროექტთან დაკავშირებით პირველი საყოველთაო-სახალხო
განხილვა ქუთაისში შედგა.
17:19 / 22.04.2024
„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონპროექტთან დაკავშირებით პირველი საყოველთაო-სახალხო განხილვა ქუთაისში შედგა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.