ახალი ამბები
მოქალაქეს ცემის ფაქტზე გათავისუფლებულ პროკურორს ბრალი წარედგინა
FaceBook
საქართველოს პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ყოფილ პროკურორ გ.შ.-ს ბრალი წარედგინა მოქალაქე გ.მ-ს ცემის და მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე.

გამოძიების პარალელურად, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება პროკურორ გ.შ.-ს მიერ შეუფერებელი საქციელის და მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე.

მთავარი პროკურორის ინიციატივით მოწვეულმა პროკურატურის საკონსულტაციო საბჭომ ერთხმად მიიღო რეკომენდაცია პროკურატურიდან გ.შ-ს დათხოვნის შესახებ. რეკომენდაციის საფუძველზე, შალვა თადუმაძის ბრძანებით გ.შ. გათავისუფლდა საქართველოს პროკურატურიდან.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის 24 აგვისტოს, გ.შ-მ ქ.წყალტუბოში, აკაკი შანიძის ქ. №9-ში მცხოვრებ მეგობარ თ.გ-სთან მისვლის შემდეგ საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თ.გ.-ს მეუღლეს გ.მ.-ს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ პროკურორმა გ.შ-მ, მოქალაქე თ.გ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა 2017 წლის ოქტომბერშიც მიაყენა.

ბრალდების მხარე გ.შ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხთან დაკავშირებით შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.
საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში გ.შ-ს მიმართ მიმდინარე გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დამატებით მიეწოდება. 

ამავე თემაზე: 

მოქალაქეზე ძალადობაში ბრალდებული პროკურორი თანამდებობიდან გადააყენეს
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.