ახალი ამბები
დაკარგული გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება ნაპოვნია
FaceBook
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მეზღვაურების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.


გემი PANTELENA, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, ​ლომეს პორტში, ტოგოს რესპუბლიკაში უსაფრთხოდ დაბრუნდა. 

"ინტენსიურ კონტაქტზე ვიმყოფებით გემთმფლობელ კომპანიასთან, რათა ეკიპაჟი უზრუნველყოფილი იქნას პირველადი საჭიროებებით : სასმელი წყალი, საკვები და სხვა," - განმარტავენ საგარეო საქმეთა სამინსტროში. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს  ცნობით, სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ  ჩაატარა  კოორდინირებული სამუშაო სხვადასხვა მიმართულებით და  ამოქმედებული იქნა ყველა დარგობრივი და დიპლომატიური ბერკეტი, როგორც დასავლეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებში, ასევე საზღვაო და რეგიონულ ორგანიზაციებში.

"შექმნილი სიტუაციის პირველი წუთებიდანვე სააგენტო აქტიურ კავშირზეა გემის დროშის სახელმწიფოსთან - პანამა, ასევე რეგიონში მოქმედ საზღვაო უშიშროების ჯგუფებთან, რომლებთან უშუალო კოორდინაციითაც ხორციელდება ღონისძიებები მეზღვაურების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას და მედიას მიეწოდება მისიის სრულ ამოწურვამდე, როდესაც გემი შევა უსაფრთხო წყლებში,"- აცხადებენ, საგარეო საქეთა სამინისტროში.

არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა გაბონის ტერიტორიულ წყლებში, რის შემდეგაც გემი ღია ზღვაში გაიტაცეს.

პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე, რომელსაც 7 000 ტონა საწვავი გადაჰქონდა, საქართველოს 17 მოქალაქე იმყოფებოდა, რომლებთანაც კონტაქტი 14 აგვისტოს გამთენიისას გაწყდა.

ამავე თემაზე: 

საგარეო საქმეთა სამინისტრო დაკარგულ გემსა და 17 ქართველ მეზღვაურს ეძებს


საგარეო საქმეთა სამინისტრო დაკარგულ გემსა და 17 ქართველ მეზღვაურს ეძებს
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.