ახალი ამბები
აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილებების შეტანის ვადა გახანგრძლივდა
FaceBook
საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის ვადა გახანგრძლივდა. 

პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა (საგანმანათლებლო პროგრამების დამატება, გადაადგილება, წაშლა)  აბიტურიენტებს შეეძლებათ დღეიდან 27 აგვისტოს ჩათვლით. 

როგორც განათლების სამინისტროში აცხაადებენ, ვადის გადაწევა აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით მოხდა.

"აღნიშნული ცვლილება შესაძლებლობას მისცემს აბიტურიენტს გააკეთოს საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსის ცვლილების (აკრედიტაციის მინიჭება, შეჩერება და ა.შ.) გათვალისწინებით საბოლოო არჩევანი," - განმარტავენ განათლების სამინისტროში.

უწყების ცნობით, პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის ვადის გახანგრძლივების გამო გადაიწევს საბოლოო შედეგების გამოქვეყნება - ჩარიცხვებისა და დაფინანსების მოპოვების შესახებ. 

აღნიშნულის თაობაზე, ინფორმაცია სავარაუდოდ აგვისტოს ბოლო დღეებში ან სექტემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი.

ცვლილებები აბიტურიენტთა ცნობარში
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.