ახალი ამბები
პოლონელი ბიზნესმენები ქუთაისით დაინტერესდნენ
FaceBook
ქუთაისში ინვესტიციის ჩადებით პოლონელი ბიზნესმენები დაინტერესდნენ.
ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ქუთაისს უკვე სტუმრობდნენ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მათთან ერთად ქალაქში იმყოფებოდნენ ქუთაისთან დაძმობილებული ქალაქ პოზნანის დელეგაცია.

შეხვედრაზე ბიზნესექტორის წარმომადგენლებმა ქუთაისში მსხვილი ინვესტიციის განახორციელების სურვილი გამოთქვეს.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, პოლონელი ინვესტორები საგზაო ინფრასტრუქტურითა და გარე განათების სფეროთი არიან დაინტერესებული.

Print