ახალი ამბები
ლენტეხში შეთანხმება მიღწეულია – ჰესის მშენებელი კომპანიის ტექნიკა ტერიტორიას ტოვებს
ლენტეხის მოსახლეობამ, ათდღიანი პროტესტის შედეგად, ხელედულა ჰესის მშენებელი კომპანია აიძულა ტერიტორიიდან ტექნიკა გაეყვანა.
სპეციალური ტექნიკა ლენტეხი–ცაგერის გზას ამ წუთებში ტოვებს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ კომპანიისგან პირობა მიიღეს, რომ ტექნიკა ორი დღის განმავლობაში სრულად დატოვებს ტერიტორიას.

ხელედულა ჰესის მოწინააღმდეგეები ახლა უკვე პროექტის გაუქმებას ითხოვენ და ამ საკითხზე მოლაპარაკებას ხელისუფლებასთან აპირებენ.

ჯერ კიდევ 27 ივლისს, როცა ადგილობრივებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გიორგი ჩიქოვანი შეხვდა,  იგი ტექნიკის გაყვანას გამორიცხავდა.

ლენტეხის მოსახლეობა მათ რაიონში ჰესის მშენებლობას 22 ივლისის შემდეგ აპროტესტებდა. ადგილობრივებმა ლენტეხი–ცაგერის გზაზე კარვები დადგეს და შიმშილობა დაიწყეს. ისინი ჰესის მშენებელი კომპანიის ტექნიკას ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. პარალელურად, საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის შენობის წინ.

მოსახლეობა ამბობს, რომ ხელედულა ჰესის მშენებლობა მათ საცხოვრებელ სახლებს დააზიანებს, რადგან ჰესის მიმდებარე ტერიტორია მეწყრული ზონაა. ლენტეხის მცხოვრებლები, ასევე, შიშობენ, რომ მდინარე ხელედულას გვირაბში მოქცევის შემდეგ მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშე დარჩება.

ხელედულა ჰესის მშენებელ კომპანიაში ამბობენ, რომ სინამდვილეში მოსახლეობა ჰესს არ ეწინააღმდეგება და პროტესტს მხოლოდ ის ადამიანები გამოთქვამენ, ვინც კომპენსაცია ვერ მიიღო.

ის, რომ ჰესის სამშენებლო ტერიტორია გეოლოგიურად საშიშ ზონას წარმოადგენს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს. ის 2017 წლის 24 მაისს არის დამტკიცებული. დოკუმენტის მიხედვით, მდინარე ხელედულას ხეობაში ჰესის მშენებლობა რამდენიმე მიმართულებით რისკს შეიცავს.

"მდინარე ხელედულას ხეობა ხასიათდება საშიში გეოდინამიკური პროცესების მაღალი რისკებით. ხეობაში მრავლადაა მეწყრული და ეროზიული პროცესების აქტიური კერები, შესაბამისად, მაღალია ეროზიული პროცესების გაქტიურების რისკები. მნიშვნელოვანი ზემოქმედებაა მოსალოდნელი ბიომრავალფეროვნებაზე. მოსალოდნელია ტყის გაჩეხვა 18-20 ჰა-ზე. ზემოქმედება მოსალოდნელია წყლის ფაუნის წარმომადგენლებზე, განსაკუთრებით ნაკადულის კალმახზე",- ნათქვამია გეოლოგიურ დასკვნაში.

"შპს "გამა კონსალტინგმა" მიერ 2017 წელს მომზადებულ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში, აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგურის ხელედულა–3 სეისმურად აქტიურ რეგიონში, კერძოდ, 1 ხარისხის სეისმურ ზონაში მდებარეობს.
"ხელედულა 3" ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვა თურქულმა კომპანია "ანადოლუ ჯგუფმა" 2015 წელს მოიპოვა, რომელმაც შემდგომ საქართველოში ქართული კომპანია "ხელედულა ენერჯი" დაარსა.

ხელედულა 3 ჰესის დადგმულ სიმძლავრედ 50.767 მგვტ-ია განსაზღვრული. ჰესმა წლის განმავლობაში 232,8 მლნ.კვტ.სთ. ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაოს.

პროექტის ღირებულება 90 მილიონი დოლარია.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა სიახლეები
დღის სიახლეები
შინაგან საქმეთა  სამინისტრომ იმერეთის გზებზე ე.წ. ჭკვიანი კამერები აამოქმედა.
15:55 / 18-02-2019
,ქუთაისმა" ფინურ ,,პორვოს" დიდი ანგარიშით მოუგო.
15:14 / 18-02-2019
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელძღვანელმა გოგი წულაიამ  ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის უფუნქციობა გააპროტესტა.
12:18 / 18-02-2019
ქუთაისში, მწვანეყვავილას დასახლების მაცხოვრებლებს, სადაც 17 თებერვალს ჩამოწოლილმა მეწყერმა ბუნებრივი აირის მილები დააზიანა, გაზის მიწოდება აღუდგათ.
11:07 / 18-02-2019
მსგავსი სიახლეები






ქართული ხალხური ცეკვები საფრანგეთის არამატერიალური კულტურული
მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.
ქართული ხალხური ცეკვები საფრანგეთის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.
18:07 / 18.02.2019






ქართული ხალხური ცეკვები საფრანგეთის არამატერიალური კულტურული
მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.
ქართული ხალხური ცეკვები საფრანგეთის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.
18:07 / 18.02.2019






ხარაგულის სოფელ ბორითის მოსახლეობა მიწის ნაკვეთისა და მასზე
არსებული საავადმყოფოს ყოფილი შენობის  ჩინურ კომპანიაზე შესაძლო
გასხვისებას აპროტესტებენ.
ხარაგულის სოფელ ბორითის მოსახლეობა მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული საავადმყოფოს ყოფილი შენობის  ჩინურ კომპანიაზე შესაძლო გასხვისებას აპროტესტებენ.
16:34 / 18.02.2019






შინაგან საქმეთა  სამინისტრომ იმერეთის გზებზე ე.წ. ჭკვიანი
კამერები აამოქმედა.
შინაგან საქმეთა  სამინისტრომ იმერეთის გზებზე ე.წ. ჭკვიანი კამერები აამოქმედა.
15:55 / 18.02.2019






,ქუთაისმა
,ქუთაისმა" ფინურ ,,პორვოს" დიდი ანგარიშით მოუგო.
15:14 / 18.02.2019
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.