ახალი ამბები
მეშახტეები შახტში შესვლაზე უარს ამბობენ - "გამკაცრდეს უსაფრთხოების ნორმები"
FaceBook
ამ წუთებში ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტთან იქ დასაქმებულები საპროტესტო აქციას მართავენ.
ისინი კომპანიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ და მენეჯმენტის შეცვლა მოსთხოვეს. დასაქმებულების ინფორმაციით, მეშახტეების დაკრძალვის შემდეგ კომპანია განიხილავს კადრების ცვლილების საკითხს.

მუშები ამბობენ, რომ კომპანიამ ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც შახტში სარემონტო სამუშაოები უნდა დაიწყოს და გარდა ნახშირის მოპოვებისა, საწარმოში სხვა სამუშაოები უნდა შესრულდეს.

დასაქმებულებს ბრძანება შახტის ადმინისტრაციამ ჩააბარა, თუმცა ისინი ამ დროისთვის შახტში შესვლაზე უარს ამბობენ. ამჟამად ადგილზე მხოლოდ უსაფრთხოებაზე პასუხისმგენელი პირები იმყოფებიან. მეშახტეების მოთხოვნა უცვლელი რჩება - გამკაცრდეს უსაფრთხოების ნორმები და მხოლოდ ამის შემდეგ აღდგეს მუშაობა შახტში.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 16 ივლისს, ოთხი მუშა დაიღუპა, დაობლდა 7 შვილი, ხოლო 6 ადამიანი დამწვრობით საავადმყოფოში გადაყვანეს.

შახტში გარდაცვლილი 4 თანამშრომლიდან ყველაზე უმცროსი, ლაშა ფორჩხიძე 30 წლის იყო, დაშავებულთაგან ყველაზე უმცროსი კი 22 წლის ჯიშიაშვილი ნოდარი გახლავთ.

16 ივლისს  მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გამოძიება იგივე მუხლით დაიწყო შსს-მ 2018 წლის 5 აპრილს მინდელის შახტში მომხდარი შემთხვევის შემდეგაც, როდესაც აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რა დროსაც ტყიბულში 13 ბავშვი დაობლდა. თუმცა გამოძიებით ჯერ არაფერი დადგენილა. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.

შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია, "საქნახშირი" მართავს.

საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა 16 ივლისვე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ტყიბულის შახტების სპეციფიკიდან გამომდინარე კომპანია „საქნახშირში“ ვერ მოიძებნა ისეთი საინჟინრო გადაწყვეტა, რომელიც ნახშირის მოპოვებას სრულად უსაფრთხოს გახდიდა.

"აქედან გამომდინარე, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი გამოთქვამს მზადყოფნას, უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი დანახარჯების მიუხედავად კომპანია “საქნახშირი” გადაეცეს სახელმწიფოს," - ნათქვამია განცხადებაში.

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ბესიკ ამირანაშვილმა 16 ივლისს განაცხადა, რომ გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი იმავე დღეს დაილუქებოდა.

საქართველოში შრომის უსაფრთხოებას კანონი არსეგულირებს.

შესაბამისი კანონი "შრომის უსაფრთხოების შესახებ" პარლამენტმა 2018 წლის მარტში მიიღო. თუმცა, შრომით უფლებებზე მომუშავე სპეციალიტებისა და პროფკავშირების წარმომდგენლების აზრით, დგება კანონის აღსრულების პრობლემა.

ამავე თემაზე:

მეშახტეების პროტესტი ტყიბულში - აგვინაზღაურონ განაცდური, ან შექმნან ალტერნატიული სამუშაო ადგილები

ვინ არიან შახტში გარდაცვლილები - 4 მეშახტე, რომელიც სახლში ვერ დაბრუნდა

ბავშვები სიკვდილის ქალაქიდან - რისი ეშინიათ ტყიბულელ პატარებს

6 მუშა, რომელიც ტყიბულის შახტში დაშავდა

ტყიბულის შახტში 4 მუშა დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

ტყიბულის შახტში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

გამოძიების პირველადი ინფორმაცია - რა მოხდა ტყიბულის შახტში?

არჩილ თალაკვაძე - მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, ვიდრე უსაფრთოების სტანდარტი არ მიიღწევა

ტყიბულის შახტში დაშავებული მუშები თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს

ბოლო 3 თვეში ტყიბულის შახტში 10 ადამიანი დაიღუპა, გამოძიება კი ამ დრომდე მიმდინარეობს

ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დღესვე დაილუქება"






Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.