ახალი ამბები
ქუთაისში გელათისა და კოსტავას ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივი გახდა
FaceBook
ქუთაისში მერაბ კოსტავასა და გელათის ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობის მიმართულებები შეიცვალა. ორივე ქუჩა ყველა ტიპის ავტომობილისთვის ცალმხრივი გახდა. 

ქალაქის ცენტრალური მოედნიდან საფიჩხიის მიმართულებით მოძრაობა დასაშვებია კოსტავას ქუჩიდან, ხოლო საფიჩხიიდან ცენტრალურ ტერიტორიაზე - გელათის ქუჩიდან. 

ადგილზე მყოფი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრების განმარტებით, აკრძალვა თბილისის ქუჩის რეკონსტრუქციას უკავშირდება და მანამდე გაგრძელდება, ვიდრე სამუშაოები არ დასრულდება.

მათივე ინფორმაციით, მძღოლი, რომელიც აკრძალვას არ დაემომრჩილება 50 ლარით დაჯარიმდება.

თბილისის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ქუთაისის მერიამ 1 560 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოებს კომპანია "საქმილსადენმშენი" ახორციელებს.

რეაბილიტაცია 3 თვეს გაგრძელდება, რომლის დასრულების შემდეგ მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

Print