ახალი ამბები
ქუთაისის სოციალური საცხოვრისიდან გადმოვარდნილი მოზარდს ოპერაციას გაუკეთებენ
FaceBook
ქუთაისში სოციალური საცხოვრისიდან გადმოვარდნილი მოზარდს, რომელმაც ბარძაყის ძვლის შუა მესამედის მოტეხილობა მიიღო, ოპერაციისთვის ამზადებენ.

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პაციენტი ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. თუმცა, დადებითი დინამიკა შეინიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მათივე ინფორმაციით, 10 ივლისს, საღამოს საავადმყოფოში შეყვანის დროს პაციენტს თავის ტვინის შერყევა და ტრავმული შოკიც აღენიშნებოდა.

ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მეოთხე სართულიდან 13 წლის გოგონა 10 ივლისს გადმოვარდა. მოზარდის მკურნალობის ხარჯებს ქუთაისის მერია დაფარავს. ფაქტზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.

რა მოხდა საცხოვრისში, საიდანაც მოზარდი გადმოვარდა ნახეთ აქ ადგილობრივების კომენტარები.


ამავე თემაზე:

რა მოხდა სოციალურ საცხოვრისში, საიდანაც მოზარდი გადმოვარდა - რას ჰყვებიან ადგილობრივები (ვიდეო)

ქუთაისის სოციალური საცხოვრისიდან მოზარდის გადმოვარდნის ფაქტზე შსს-მ გამოძება დაიწყო

ქუთაისის სოციალური საცხოვრისიდან გადმოვარდნილი მოზარდის მკურნალობის ხარჯებს მერია გაიღებს


ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მეოთხე სართულიდან მოზარდი გადმოვარდა
Print