ახალი ამბები
რა მოხდა სოციალურ საცხოვრისში, საიდანაც მოზარდი გადმოვარდა - რას ჰყვებიან ადგილობრივები (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის სოციალური  საცხოვრისის   მეოთხე სართულიდან მოზარდი მაშინ გადმოვარდა, როცა  ის ფანჯარას წმენდდა. 
როგორც საცხოვრისში მცხოვრებლები ამბობენ,  იმის გამო რომ ფანჯარა მაღალზეა, მოზარდი სკამზე იდგა.  

მათი თქმით, შენობის   ფანჯრები ასეთ სიმაღლეზე რომ არ იყოს,  ეს  არ მოხდებოდა. 

"ცოტა ხნის წინ ქალს ფანჯრის წმენდის დროს ხელი მოტყდა, ახლა გოგონა გადმოვარდა.  სანამ ტრაგედია არ დატრიალდება,  მანამდე  არავინ მოგვაქცევს ყურადღებას. კი გვითხრეს მერიიდან ფანჯრებს ჩვენ გაგიმწინდავთო, მაგრამ ხომ  ხედავთ რაც  მოხდა", - ჰყვება ადგილობრივი   



სოციალური საცხოვრისის მეოთხე სართულიდან 13 წლის გოგონა რამდენიმე საათის წინ გადმოვარდა.

არასრულწლოვანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გოგონას მენჯ-ბარძაყის დაზიანება აღენიშნება, რის გამოც ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.

მოზარდის მკურნალობის ხარჯებს ქუთაისის მერია დაფარავს. ფაქტზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.


ამავე თემაზე:

ქუთაისის სოციალური საცხოვრისიდან მოზარდის გადმოვარდნის ფაქტზე შსს-მ გამოძება დაიწყო

ქუთაისის სოციალური საცხოვრისიდან გადმოვარდნილი მოზარდის მკურნალობის ხარჯებს მერია გაიღებს


უთაისის სოციალური საცხოვრისის მეოთხე სართულიდან მოზარდი გადმოვარდა
Print