ახალი ამბები
ქუთაისის სოციალური საცხოვრისიდან გადმოვარდნილი მოზარდის მკურნალობის ხარჯებს მერია გაიღებს
FaceBook

ქუთაისში სოციალური საცხოვრისიდან გადმოვარდნილი მოზარდის მკურნალობის ხარჯებს მერია გაიღებს.


14 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა,  რომელიც ერთი საათის წინ სოციალური საცხოვრისის მეოთხე სართულიდან გადმოვარდა  სტაბილურია.

როგორც სოციალური საცხოვრისის ბინადრები ამბობენ, დაზარალებულ მოზარდ არ მიუღია მძიმე დაზიანებები.

"მადლობა ღმერთს, გადარაჩა და ნორმალურადაა, რადაგნ მის სოცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება სხვა რამეს არ დავეძებთ", - ამბობენ საცხოვრისის  მკვიდრები. 

არასრულწლოვანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მას მენჯ-ბარძაყის დაზიანება აღენიშნება, რის გამოც ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.

შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა. 


ამავე თემაზე:


უთაისის სოციალური საცხოვრისის მეოთხე სართულიდან მოზარდი გადმოვარდა

 

Print