ახალი ამბები
ბაღდათის მერის მოადგილე 500 ლარით დააჯარიმეს
FaceBook
საჯარო სამსახურის ბიურომ,  ბაღდათის მერის მოადგილე ფირუზ ბურჯანაძე ქონებრივი დეკლარაციის არასრულად შევსებისთვის 500 ლარით დააჯარიმა.
ფირუზ ბურჯანაძემ  მიმდინარე წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ ის არის შპს "ჯორჯია სეთ კომპანი 2-ის" 15%-იანი წილის მესაკუთრე, მას ასევე არ მიუთითებია, რომ ,,ჯორჯიან სენდ კომპანიში"" 50%-იანი წილის მფლობელია. ფირუზ ბურჯანაძეს წილის მართვის უფლება სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა დარღვევაა.

არასრულყოფილად შევსებული დეკლარაცია არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"-ს მიერ მომზადებულ კვლევაშიც მოხვდა.

ფირუზ ბურჯანაძის შემთხვევის გარდა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"-მ ბაღდათისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში არასრულად შევსებული დეკლარაციებისთვის და თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის შვიდი ფაქტი დააფიქსირა.

"რაც შეეხება სხვა პირებს ამაზე არ მოუმართავთ  საჯარო სამსხურის ბიუროდან და მომართვის შემთხვევაში კანონის შესაბამისი რეაგირება მოჰყვება", - განმარტავენ მუნიციპალიტეტში.

კანონმდებლობის მიხედვით, თანამდებობის პირი ვალდებულია, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია დანიშვნიდან ორი თვის ვადაში წარადგინოს. დეკლარაცია ივსება ყოველწლიურად, ყოველი წინა დეკლარაციის შევსების დღიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ორი კვირის ვადაში.

"საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ"" კანონის კიხედვით, საჯარო პირი ვალდებულია მიუთითოს მისი და მისი ოჯახის წევრების სახელზე არსებული უძრავ მოძრავი იქნება. ამავე დოკუმენტის თანახმად, დეკლარაციის არასრულად შევსებისთვის  ჯარიმდებიან. 

ამავე თემაზე:

თანამდებობის პირების არადეკლარირებული ბიზნეს წილები იმერეთში - TI-ის კვლევის შედეგები
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საგადასახადო კოდექსში
ცვლილების შეტანას, რომელიც ოფშორიდან აქტივების გადმომტანის
დაბეგვრისგან გათავისუფლებასაც ითვალისწინებს.
13:32 / 19.04.2024
საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანას, რომელიც ოფშორიდან აქტივების გადმომტანის დაბეგვრისგან გათავისუფლებასაც ითვალისწინებს.
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.