ახალი ამბები
ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან პატიმრის დედა შიმშილობს
FaceBook
ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან პატიმრის დედა შიმშილობს. ზუგდიდში მცხოვრები ქალბატონი ამბობს, რომ ციხეში მის შვილს 24 წლის დავით ნანავას, რომელიც 4 წლის წინ ყაჩაღობის მუხლით დააკავეს, პატიმრისთვის შეუსაბამო და მძიმე პირობებში ამყოფებენ.

ეკატერინე ხუბუნაიას განცხადებით მის შვილს, ციხის ადმინისტრაცია ხშირად კარცერში ამყოფებს.  პატიმრის დედის თქმით, მის შვილს სხეულზე წამონაზარდები აღენიშნება.  როცა ექიმისგან გასინჯვას საჭიროებს, ყურადღებას არავინ აქცევს. ქალბატონი მოითხოვს ციხის ადმინისტრაციამ ყუადღება მიაქციოს 24 წლის პატიმარს.

ეკატერინე ხუბუნაია ციხის უფროსს რამდენიმე წუთის წინ შეხვდა, რომელმაც განუცხადა რომ საკანში გაუგებრობა მოხდა, რის გამოც დავით ნანავა კარცერში გადაიყვანეს. თუმცა, მისივე განცხადებით უფროსისგან არანაირი პირობა არ მიუღია.

თუ ქალბატონის მოთხოვნები ციხის ადმინისტრაციის მხრიდან არ დაკმაყოფილდება, ის შიმშილობის გაგრძელებას აპირებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.