ახალი ამბები
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტი განსახილველად მგფ -ს გადაეგზავნა
FaceBook
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტისათვის საკონკურსო პირობების შემუშავება დასრულდა.

ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელის ზაზა ჩხიკვაძის განცხადებით, პროექტში უკვე დამუშავებულია განაშენიანების პირობები და დოკუმენტი განსახილველად მუნიციპალური განვითარების ფონდშია (მგფ) წარდგენილი.

"ეს პირობები შეთანხმდება ფონდთან და შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება გამოცხადდეს კონკურსი პროექტის განხორციელებაზე," - ამბობს ჩხიკვაძე.

მისივე თქმით, რიონისპირა სახლების ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრა მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც დეტალური პროექტი დადგინდება.

"ეს სახლები არის სხვადასხვა მოქალაქეების საკუთრება. ამიტომ შეიძენენ თუ არა ეს ობიექტები რაიმე ბიზნეს დატვირთვას, ამაზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ," - ამბობს ჩხიკვაძე.

ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია ქუთაისის მერიამ მიმდინარე წელს ყველაზე დიდ და პრიორიტეტულ პროექტად დაასახელა.

შპს "ისტორიული ქუთაისის" წარმომადგენლის, რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის ერთ-ერთი ავტორის ლევან რეხვიაშვილის თქმით, პროექტი ითვალისწინებს სახლების რეკონსტრუქციას რიონის ორივე სანაპიროზე: ჯაჭვის, რუსთაველისა და წითელი ხიდების მიმდებარედ.

"ეს იქნება ძველის და ახლის შერწყმა. არ იქნება ამოვარდნილი კონტექსტიდან, თუმცა, არსებულ ესკიზს აუცილებლად სჭირდება დახვეწა, შესაცვლელია ბევრი რამე, რადგან ეს პროექტი 35 წლის წინ არის შემუშავებული", - ამბობს ლევან რეხვიაშვილი.

მისი თქმით, პროექტის ფარგლებში სულ 70-მდე სახლი უნდა აღდგეს.

სამუშაოებს 2დან 3 წლამდე ვადა დასჭირდება.

ქუთაისის მერიამ რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია 3 აპრილს დააანონსა.

პროექტის მიხედვით, ისტორიული სახლების რეკონსტრუქციას 6 მილიონ დოლარამდე დასჭირდება, თუმცა, პროექტის ავტორები არ გამორიცხავენ, რომ  მისი ღირებულება გაიზარდოს.

ამავე თემაზე:

ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტი მზადდება

რიონისპირა სახლები განახლების მოლოდინში (ვიდეო)

ქუთაისში რიონისპირა სახლებს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.