ახალი ამბები
"ცხელა ძალიან, თვალები მებინდებოდა" - აბიტურიენტები ქუთაისში მიმდინარე ეროვნულ გამოცდებზე
FaceBook
ქუთაისელი აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრებში კონდიცირების არ არსებობაზე საუბრობენ.
"გვცხელა, თვალები მებინდებოდა ისე ვიყავი. ერთი გამაგრილებელი საშუალება იყო და ისიც არ მუშაობდა", - გვითხრა აბიტურიენტმა გიორგი ნემსაძე.

"კიდევ კარგი ამინდმა შეგვიწყო ხელი, თუმცა მაინც ცხელოდა. ვენტილაციაც არ იყო ჩვენს ოთახში", - ამბობს გურამ ბიბილაშვილი.

საგამოცდო ცენტრებში კონდინცირების არ არსებობაზე წუხან აბიტურიენტების მშობლებიც. მაია შალმბერიძის თქმით სიცხე ბავშვებს აზროვნებაში ხელს უშლის.

"ოთხი საათის განმავლობაში სიცხეში ჯდომა და აზროვნება, დამეთანხმებით, ძალიან რთულია", - ამბობს მაია შალამბერიძე.

აბიტურიენტები დღეს გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. მათი თქმით, საგამოცდო ტესტები საშუალო სირთულის იყო.

ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარე წლის ორ ივლისს დაიწყო. დარეგისტრირდა 39 000 - მდე აბიტურიენტი. გამოცდები 22 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება.

ცენტრები ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავსა და თელავშია განთავსებული.

მაღალი ტემპერატურის მიუხედავად საგამოცდო ცენტრებში კონდიცირების საკითხი ვერ მოგვარდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის თქმით, მინისტრის ინიციატივა იყო, ყველა საგამოცდო ცენტრში ყოფილიყო კონდიციონერები, თუმცა პილოტირების რეჟიმში, ამ ეტაპზე განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურის გამო, ისინი მხოლოდ რუსთავში მოეწყო.

საკითხს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე. მისი თქმით, ეროვნულ გამოცდებზე კონდიცირების საკითხის დაგეგმვა უკეთ შეიძლებოდა.

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი შეგიძლიათ იხილოთ აქ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.