ახალი ამბები
5 და მეტი მედიკამენტის გამოწერის შემთხვევაში პაციენტს დანიშნულების გადამოწმება შეეძლება
FaceBook
ჯანდაცვის სამინისტრო პოლიფარმაციის შემთხვევების ანუ მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის პრევენციის მექანიზმს ნერგავს.

კერძოდ, უწყების ახალი ინსტრუმენტის საშუალებით, მოქალაქეებს 16 ივლისიდან 5 და მეტი მედიკამენტის გამოწერის შემთხვევაში დანიშნულების გადამოწმება შეეძლებათ.

„5 და მეტი მედიკამენტის გამოწერის შემთხვევაში პაციენტს დანიშნულების გადამოწმება შეეძლება. განსაზღვრულია რამდენიმე კრიტერიუმი, რის საფუძველზეც გადამოწმდება, ჭარბად არის თუ არა მედიკამენტები გამოწერილი. მათ შორის, ყურადღება მიექცევა, ხომ არ არის დანიშნული ორი ან მეტი ანტიბიოტიკი, ასევე, ხომ არ არის ექიმის მიერ გამოწერილი ერთი და იგივე ჯენერიკი ორი და მეტი სავაჭრო დასახელებით ან ერთი და იგივე ფარმაკოლოგიური ჯგუფის მედიკამენტები ხომ არ არის ერთდროულად დანიშნული.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევებში გათვალისწინებული იქნება მედიკამენტების ორგანიზმში შეყვანის გზები, რადგან შესაძლოა, მაგალითად, ორი ანტიბიოტიკი იყოს დანიშნული, თუმცა, ორგანიზმში შეყვანის გზები იყოს განსხვავებული (ერთი იყოს დასალევი აბი, მეორე კი მალამოს სახით)“, - აღნიშნა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სამმართველოს უფროსმა ნათია ნოღაიდელმა.

მოქალაქეებს ექიმის დანიშნულების გადამოწმება შეეძლებათ როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ ფილიალში დანიშნულების წარდგენით, ისე ელექტრონულად, ელექტრონული რეცეპტების სისტემაში პაციენტის გვერდიდან.

ipn.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.