ახალი ამბები
"მერია "სუს"- თან ერთად ცდილობს შვილმოკლულ მამაზე მოახდინოს ზეწოლა" - აქცია ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის მერიასთან ზაზა სალარიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ახალგაზრდები და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები შენობასთან საყვირებით და წითელი ბარათებით მოვიდნენ. 

მათი თქმით, ქუთაისის მერია ზეწოლას ახორციელებს სალარიძის ცოლზე და ცოლისდაზე. ისინი მოუწოდებენ ადგილობრივ თვითმმართველობას, გვერდით დაუდგნენ შვილმკვდარ ოჯახებს.

"ის, რაც ზაზა სარალიძემ განაცხადა, ჩვენთვის იყო შოკი. ქალაქს მართავს "სუს"-ი, ათასი ბინძური ხრიკებით ქუთაისის , - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, ირაკლი გვალიამ.



აქციის მონაწილეების თქმით, მერიის წარმომადგენლები ზაზა სარალიძის ცოლის ოჯახში მივიდნენ და ცდილობდნენ დაერწმუნებინათ, რომ ოჯახის წევრები პროცესებს გამიჯვნოდნენ.

მოგვიანებით მან იგივე გაიმეორა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერშიც.

"ზუსტად არ ვიცი მერი იყო თუ მისი მოადგილე. ჩემი ოჯახის წევრებთან მივიდა და შემოვლითი გზით ცდილობდნენ ჩემთან კომუნკაციის დამყარებას. უთხრეს, შენ და შენი და ხომ არ გააკეთებთ რამე კომენტარსო. აძალებდნენ ფაქტიურად ადამიანს, რომ ჩემს წინააღმდეგ გაეკეთებია კომენტარი",-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

აქციაზე ზაზა სარალიძემ ასევე განაცხადა, რომ მის მეუღლეს უცნობი პირები ქუჩაში დაყვებიან და უთვალთვალებენ.

ქუთაისის მერიაში ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ და ამბობენ, რომ თვითმმართველობაში არც ერთი მისი ნათესავი არ მუშაობს და არც ზეწოლას ჰქონია ადგილი.

გასული წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე არასრულწლოვანი კი ორ დეკემბერს დაიღუპა.

ამავე თემაზე:

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია ქუთაისში (ფოტო)

"ზაზა სარალიძის ბრალდება არც ერთ ნაწილში არ შეესაბამება სიმართლეს" - ქუთაისის მერია

ენმ ქუთაისის მერიის მისამართით სარალიძის ბრალდებაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

Print