კვირის თემა
არც ერთი ბრიფინგი, არც ერთი პრესკონფერენცია, საკრებულოს 22 სხდომიდან მხოლოდ სამი დასწრება, არც ერთი მკაფიო განცხადება
სრულად
21:33 / 28.12.2018
ქუთაისში, ჭახათას უბანში აღმოჩენილ მღვიმეს, შესაძლოა, ძეგლის სტატუსი არ მიენიჭოს – ამის შესახებ ქუთაისელი ექიმი, ვახტანგ სიხარულიძე საუბრობს, რომელმაც მღვიმე რამდენიმე კვირის წინ შემთხვევით აღმოაჩინა.
სრულად
22:08 / 09.01.2019
სხვა დროს ჩვეულებრივ ცარიელი და ბნელი დასახლება – ზღაპრულ სოფლად ბავშვებმა აქციეს. 
სრულად
17:09 / 10.01.2019

ვალუტა
EUR
EUR
1
3.2172
GBP
GBP
1
3.6599
RUB
RUB
100
4.6518
USD
USD
1
2.7193
ახალი ამბები
„ბრალდება არის აბსურდი“ -ქუთაისის მერიის მორიგი განმარტება ზაზა სარალიძის ბრალდებაზე
ქუთაისის მერია 10 ივნისს, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ზაზა სარალიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას კიდევ ერთხელ ეხმაურება.
ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ სარალიძის ბრალდებები იმის შესახებ, რომ თითქოს ქუთაისის მერიის მაღალჩინოსანი მისი მეუღლის ოჯახში იმყოფებოდა და მის მეუღლეს პროცესებისგან გამიჯვნას სთხოვდა, აბსურდია.

განმეორებითი განმარტების გაკეთება ქუთაისის მერიას "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის განცხადების გამო მოუწია, რომლის მიხედვითაც, პარტია ზაზა სარალიძის ბრალდებების გამოძიებას ითხოვს.

"სარალიძეების და დადუნაშვილების ოჯახის ტრაგედიას ვიზიარებთ ყველა, ნამდვილად სამწუხარო ამბავია. ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა საქმე დროულად და ობიექტურად გამოიძიონ და ყველა დამნაშავე შესაბამისად დაისაჯოს. რაც შეეხება ბრალდებას, ჩვენ ამაზე უკვე გავაკეთეთ განცხადება და კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ბრალდების არცერთი ნაწილი არ შეესაბამება სიმართლეს. რადგან უკვე ოპოზიციაც აპელირებს ამ საკითხზე, რომ ქუთაისის მერია ზაზა სარალიძის ცოლის დაზე ახდენდა ზეწოლას და ეს ადამიანი მერიაშია დასაქმებული,  გვითხრან კონკრეტული სახელი და გვარი  თუ ვინ არის ეს ადამიანი. ბრალდება არის აბსურდი და არ შეესაბამება სიმართლეს",-ნათქვამია ქუთაისის მერიის განცხადებაში.

ზაზა სარალიძის ბრალდებებზე, დღეს "ნაციონალურ მოძრაობაში" გიგა შუშანიამ ისაუბრა.

პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 335 მუხლით განსაზღვრული დანაშაული, რაზეც უნდა დაიწყოს გამოძიება და დაისაჯოს პროცესში მონაწილე ყველა პირი.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე გასული წლის 1 დეკემბერს მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ, 10 ივნისს, რუსთაველზე გამართულ საპროტესტო აქციაზე თქვა, რომ ქუთაისში, მისი მეუღლის ოჯახში ქუთაისის მერიის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იმყოფებოდა და მის მეუღლეს სთხოვდა აქციასთან დაკავშირებულ პროცესებს გამიჯვნოდა.

"ქუთაისიპოსტი" 11 ივნისს იმყოფებოდა ზაზა სარალიძის მეუღლის ოჯახში, თუმცა, მისი ოჯახის წევრებმა განმარტების გაკეთება არ ისურვეს. გვითხრეს მხოლოდ ის, რომ ზაზა სარალიძეს ცოლის და არ ჰყავს.

გასული წლის პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს, ორი მოზარდი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს.


ამავე თემაზე:

ენმ ქუთაისის მერიის მისამართით სარალიძის ბრალდებაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

"ზაზა სარალიძის ბრალდება არც ერთ ნაწილში არ შეესაბამება სიმართლეს“ - ქუთაისის მერია

ზაზა სარალიძის ბრალდებებზე ქუთაისის მერიაში განმარტებებს ამ დრომდე არ აკეთებენ


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
დღის სიახლეები
დღეს, 16 იანვარს, 12:00 საათზე, მოქალაქეები ქუთაისის ყინულის მოედანთან შეიკრიბებიან,
09:16 / 16-01-2019
ერთი ადამიანი გარდაიცვალა ქუთაისში ავტოსაგაო შემთხვევის შედეგად.
20:43 / 15-01-2019
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა თბილისის დროით 14:29 წუთზე იყო.
15:31 / 14-01-2019
ქუთაისში მცხოვრებმა ონისე მელქაძემ ძაღლს დაბადების დღე გადაუხადა.
19:08 / 13-01-2019
მსგავსი სიახლეები






17 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
17 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
10:23 / 17.01.2019






საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, 17
იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
02:38 / 17.01.2019






ქუთაისში, ახალგაზრდა მამაკაცმა მშობლების საფლავზე  თავი
მოიკლა.
ქუთაისში, ახალგაზრდა მამაკაცმა მშობლების საფლავზე  თავი მოიკლა.
00:00 / 17.01.2019






მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე, ლევან
სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტი, დავით გველესიანი დისტანციური
წესით დაიკითხა.
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე, ლევან სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტი, დავით გველესიანი დისტანციური წესით დაიკითხა.
18:25 / 16.01.2019






ქუთაისის ყინულის მოედნიდან წყალტუბო-ქუთაისის გზაზე, სადაც 15
იანვარს ავტოავარიას სამი მოზარდი ემსხვერპლა, სამგლოვიარო-საპროტესტო
მსვლელობა დაიწყო.
ქუთაისის ყინულის მოედნიდან წყალტუბო-ქუთაისის გზაზე, სადაც 15 იანვარს ავტოავარიას სამი მოზარდი ემსხვერპლა, სამგლოვიარო-საპროტესტო მსვლელობა დაიწყო.
10:45 / 16.01.2019
კალენდარი
«« იანვარი 2019 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.