ახალი ამბები
რომელ არჩევით საგანზე რამდენი ადგილია და რამდენი აბიტურიენტი აბარებს – ბოლო მონაცემები 2018
FaceBook
ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე წელს 38 ათასამდე აბიტურიენტი გავა. უკვე ცნობილია ისიც, რომელ არჩევით საგანზეა წელს ყველაზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირებულია და რომელ საგანზეა ყველაზე მეტი ადგილი გამოცხადებული. 

„ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს დარეგისტრირებული იყო 40 ათასზე მეტი აბიტურიენტი, ხოლო საატესტატო გამოცდებზე 2 000–მდე აბიტურიენტი ჩაიჭრა, შესაბამისად, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას წელს 38 000–მდე აბიტურიენტი მიიღებს“,- განმარტავენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ივა მინდაძემ.

მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, როგორც აღმოჩნდა, ტრადიცია წელსაც უცვლელია და ყველაზე მეტი აბიტურიენტი გეოგრაფიას, ისტორიასა და მათემატიკას აბარებს.

გთავაზობთ მონაცემებს ადგილების რაოდენობის შესახებ არჩევითი საგნების მიხედვით:

მათემატიკა – 8 800 ადგილი;

ისტორია – 9 200 ადგილი;

გეოგრაფია – 7 100 ადგილი;

ლიტერატურა – 3 900-მდე ადგილი;

ფიზიკა – 2 000-მდე ადგილია;

ქიმიაში – 2 100-ამდე ადგილი;

ბიოლოგია – 3 400-მდე ადგილი;

ხელოვნება – 700 ადგილი;

სამოქალაქო განათლება – 1 800 ადგილი.

ბოლო მონაცემებს თითოეულ საგანზე რეგისტრირებული აბიტურიენტების შესახებ:

მათემატიკა – 7000 რეგისტრირებული აბიტურიენტი;

ისტორია – 11 600 რეგისტრირებული აბიტურიენტი;

გეოგრაფია – 12 500 რეგისტრირებული აბიტურიენტი;

ლიტერატურა – 3 300 რეგისტრირებული აბიტურიენტი;

ფიზიკა – 850 რეგისტრირებული აბიტურიენტი;

ქიმია – 2000 რეგისტრირებული აბიტურიენტი;

ბიოლოგია – 4 600 რეგისტრირებული აბიტურიენტი;

ხელოვნება – 350 რეგისტრირებული აბიტურიენტი;

სამოქალაქო განათლება – 2 500 რეგისტრირებული

წყარო: EDU.ARIS.GE
Print