ახალი ამბები
სახლი მაგნოლიებით - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი სასტუმროდ (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში დავითი და კონსტანტინეს ქუჩაზე არსებული რიონისპირა სახლი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია სასტუმროდ გადაკეთდება.
სახლი, რომელსაც ქალაქში მრავალწლოვანი ვარდისფერი მაგნოლიის ხის გამო იცნობენ, კერძო საკუთრებაშია.

სასტუმროს მოწყობის მიზნით სახლის რემონტი სწორედ მესაკუთრემ დაიწყო.



ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლში რეაბილიტაცია შეთანხმების საფუძველზე, ყოველგვარი წესის დაცვით მიმდინარეობს. 

"ის სახლი კერძო საკუთრებაა და მეპატრონეზე მშენებლობის ნებართვა გასცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ. როგორც ვიცი, სახლის რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად არ შეცვლის მის იერსახეს," -  ამბობს ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა ჩხიკვაძე.

სახლის სასტუმროდ გადასაკეთებლდ უკვე დაწყებულია სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელსაც შპს "მაგნოლია" ახორციელებს.

ადგილზე დასაქმებული მუშების ინფორმაციით, მშენებლობა 8 თვეში დასრულდება. 




ადგილობრივების ინფორმაციით, დავითი და კონსტატინეს ქუჩის N 8 სახლი მეპატრონეებმა 1975 წელს გაყიდეს, მას შემდეგ ობიექტით სხვადასხვა დაწესებულებები სარგებლობდა.

"აქ იყო კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ოფისი, ავტოსკოლა, შემდეგ დიდი ხანი მიტოვებული იყო. ეს სახლი ყველასათვის განსაკუთრებულია იმ ხის გამო, რომელიც ეზოში დგას, ალბათ ამ ხეს არასდროს, არავინ მოჭრის, ან ამოთხრის," - ამბობენ ადგილობრივები.


ცნობილი მაგნოლიის ხე N 8 სახლიდან

დავითი და კონსტანტინეს ქუჩის N8-ში მდებარე სახლის მსგავსად, რეკონსტრუქცია რიონისპირას სხვა სახლებსაც ჩაუტარდებათ. ამ შემთხვევაში ქუთაისის მერიის ინიციტივით. 

მერიის არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით, რეაბილიტაციის დასაწყებად, დოკუმენტაციების მომზადება დასრულების ეტაპზეა და მალე კონკურსი გამოცხადდება. თუმცა, დაზუსტებულ ვადები ჯერჯერობით უცნობი რჩება. 

ქუთაისში, რიონისპირა სახლების რეკონსტრუქციის პროექტი ითვალისწინებს სახლების რეკონსტრუქციას რიონის ორივე სანაპიროზე: ჯაჭვის, რუსთაველისა და წითელი ხიდების მიმდებარედ.

პროექტის ფარგლებში სულ 70-მდე სახლი უნდა აღდგეს. სამუშაოებს 2 დან 3 წლამდე ვადა დასჭირდება.

ამავე თემაზე:

ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტი მზადდება

რიონისპირა სახლები განახლების მოლოდინში (ვიდეო)

ქუთაისში რიონისპირა სახლებს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.