ახალი ამბები
ქუთაისის მერიის ააიპს ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოუგო
FaceBook
ქუთაისის მერიის ააიპ "სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების" ყოფილმა თანამშრომელმა, ირაკლი კიკვაძემ, რომელიც სამსახურიდან მიმდინარე წლის დასაწყისში გაათავისუფლეს, ყოფილ უფროსს სასამართლო დავა მოუგო.
ირაკლი კიკვაძის თქმით, ქუთაისის საქალაქო სასმართლომ მისი პოსტიდან გათავისუფლება უკანონოდ სცნო და ააიპს მისთვის განაცდურის ანაზღაურება დაევალა.

ირაკლი კიკვაძე სამსახურში აღდგენასაც ითხოვდა. თუმცა, სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. როგორც ირაკლი კიკვაძე განმარტავს, მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს მას ხელშეკრულების ვადა გასდიოდა და ამიტომ აღარ მოხდა მისი პოზიციაზე აღდგენა.

"ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, რომ სასამართლომ დაადასტურა, რომ მე ვიყავი უკანონოდ გათავისუფლებული. სასამართლომ ასევე თქვა, რომ არავითარი გამოსაცდელი ვადით არ ავუყვანივარ მე ააიპს, რასაც ისინი ამბობდნენ. სასამართლომ დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მე გამიშვეს პოლიტიკური ნიშნით", - განაცხადა ირაკლი კიკვაძემ.

ააიპის ყოფილი თანამშრომელი, დაწესებულების უფროსს კობა ფხაკაძეს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებდა. ირაკლი კიკვაძე აცხადებდა, რომ მისი გაშვება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

"ვერ მმართეთ როგორც გინდოდათ და ამიტომ გამიშვით",-ასე მიმართა ერთ-ერთ პროცესზე მან ყოფილ უფროსს.

"სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებას" ირაკლი კიკვაძისთვის 4 თვის ხელფასის კონპენსაციის სახით გადახდა მოუწევს.

ირაკლი კიკვიძის ინტერესს  სასამართლოში არასმთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს"  ქუთაისის ოფისის იურისტები იცავდნენ.  



ამავე თემაზე:

"ჭიღვარიას კაბინეტში გადაწყდა ჩემი გაშვება"- ააიპიდან გათავისუფლებული თანამშრომელი

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.