ახალი ამბები
2018 წლის 30 საუკეთესო სტუდენტური ქალაქი გამოვლინდა
FaceBook
უმაღლესი განათლების საერთაშორისო კომპანია QS-მა 2018 წლის საუკეთესო სტუდენტური ქალაქები გამოავლინა. რეიტინგები ეფუძნება ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ქალაქში საუკეთესო უნივერსიტეტების რაოდენობა, ადგილობრივი დასაქმების ბაზარი, კულტურის მრავალფეროვნება და ცხოვრების ხარისხი. კვლევის დროს 50 000 სტუდენტი გამოიკითხა.

კულტურული კაპიტალის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით ლიდერი ქალაქია ლონდონი, სადაც სტუდენტებს ბევრად უფრო დიდი ცოდნის მიღების საშუალება აქვთ, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქალაქში. გარდა იმისა, რომ აქ განათლების მიღება ლონდონის საიმპერატორო კოლეჯში, ეკონომიკის სკოლაში, მეფის კოლეჯსა თუ სხვა სასწავლებლებშია შესაძლებელი, სტუდენტებს წვდომა აქვთ მუზეუმებზე, თეატრებსა თუ კინო-თეატრებზე, მაღალია ტოლერანტულობის დონეც. აქ ასევე მარტივია მუშაობის დაწყება სწავლის პარალელურად, თუმცა ამასთან, ლონდონში ცოხვრება არც ისე იაფია.

ცხოვრების მაღალი ხარიხსითა და უსაფრთოებით ტოკიო გამოირჩევა.

ავსტრალიაში დროდადრო იზრდება უცხოელ სტუდენტთა რიცხვი და მელბურნი ამჟამინდელი მონაცემებით სიის მესამე ქვეყანაა, სიდნეი კი მეცხრე. ავსტრალიის ეს ორივე ქალაქი სტუდენტებს საშუალებას აძლევს დააგროვონ ცოდნა და გამოცდილება კანადისა და ახალი ზელანდიის უნივერსიტეტების მიერ ჩატარებული ღონისძიებებიდან.

ედინბურგი შოტლანდიის უმაღლესი დონის საუნივერსიტეტო ქალაქია და ის მსოფლიოს მაშტაბით მე-16 ადგილს იკავებს.

სწავლების ხარისხით აშშ-ის უნივერსიტეტები ლიდერობენ, რომელთა შორის უპირველესია მასაჩუსეტსის ტექნელოგიური ინსტიტუტი, მაგრამ აშშ-ის ქალაქები ტოპ-10-ეულში ვერ მოხვდნენ.

პარიზი, რომელიც წლების განმავლობაში ლიდერი ქალაქი იყო, დღეს მეხუთე ადგილზეა.

ყველაზე ხელმისაწვდმი ქალაქებია ბუდაპეშტი და კუალა ლუმპური.

საერთაშორისო სტუდენტური კვლევის მიხედვით, სტუდენტთა 39 %-ს მოსაზებით, ბრექსითიმ შეამცირა სტუდენტების დიდ ბრიტანეთში სწავლის გაგრძელების სურვილი. მკვლევარები შიშობენ, რომ ბრექსითი ბრიტანეთში სწავლის საფასურს გააძვირებს.

30 საუკეთესო სტუდენტური ქალაქი:

1. ლონდონი
2. ტოკიო
3. მელბურნი
4. მონრეალი
5. პარიზი
6. მიუნხენი
7. ბერლინი
8. ციურიხი
9. სიდნეი
10. სეული
11. ვენა
12. ჰონგ კონგი
13. ტორონტო
14. ბოსტონი
15. სინგაპური
16. ედინბურგი
17. ვანკუვერი
18. ნიუ იორკი
19. კიოტო-ოსაკა-კობე
20. ტაიბეი
21. ბრისბენი
22. კანბერა
23. ოკლენდი
24. მანჩესტერი
25. ბუენოს აირესი
26.ბეიჯინგი
27. ამსტერდამი
28. მოსკოვი
29. შანხაი
30. პრაღა

წყარო: BBC
edu.aris.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.