ახალი ამბები
„საშუალო განათლების მქონე მანდატურები ვეღარ დასაქმდებიან“ - ცვლილებების განხილვა ქუთაისში
FaceBook
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში "ზოგადი განათლების შესახებ კანონში" შესატანი ცვლილებები განიხილეს.
შეხვედრას განათლების მინისტრის მოადგილე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წრმომადგენლები და საჯარო სკოლების პედაგოგები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს პარლამენტში ინიცირებული ის საკანონდებლო ცვლილებები, რომელმაც სკოლებში მოსწავლის უსაფრთხოება და გაუმჯობესებული გარემო უნდა უზრუნველყოს.

განათლების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის თქმით, ცვლილებები სამი ძირითადი მიმართულებით განხორციელდება. ესენია: მანდატურის სამსახური, ინკლუზიური განათლება და შემცვლელი მასწავლებელი, რომელიც გულისხმობს პედაგოგების გადამზადებას იმ შემთხვევისთვის, როცა სკოლაში კონკრეტული საგნის მხოლოდ ერთი სპეციალისტია, სკოლაში მისი არყოფნის შემთხვევაში კი გაკვეთილები არ ტარდება და კლასში სხვა საგნის პედაგოგი შედის, რაც უარყოფითად აისახება სწავლის ხარისხზე.

კანონპროექტში მთავარი ცვლილება მანდატურის სამსახურს ეხება. იცვლება როგორც მანდატურის სამსახურში აყვანის ზღვარი და საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ასევე, მანდატურს კანონით დაეკისრება მოსწავლეების უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული დამატებითი ვალდებულბები.

ცვლილების მიხედვით, მანდატურად მუშაობის დაწყების მსურველთა ასაკი აიწევს 21 წლამდე, როგორც ეს საჯარო სამსახურში დასაქმების მსურველთა მინიმალური ზღვარია. საშუალო განათლების მქონე პირები კი სკოლაში მანდატურის პოზიციაზე მუშაობას ვერ შეძლებენ.

ამასთანავე, მანდატური უნდა ფიზიკურად კარგად მომზადებული.

"მხოლოდ საშუალო განათლებით მანდატურები პროფესიაში შესვლას ვერ შეძლებენ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სამწუხაროდ, უმრავლესობა არის საშუალო განათლების მქონე. გარდა ამისა, მანდატური უნდა იყოს ფიზიკურად კარგად მომზადებული, რადგან მას გარდა ბავშვის უფლებების დაცვისა, ზოგჯერ მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვაზეც კი უწევთ ზრუნვა", - ამბობს განათლების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური.

მისივე თქმით, კანონში გაჩნდება ახალი ტერმინი-განცალკავება, რაც მანდატურს დაავალდებულებს, მოსწავლე, რომელსაც, შესაძლოა, სკოლის დატოვების შემდეგ, სახლში მისვლამდე რაიმე საფრთხე ემუქრებოდეს, განაცალკევოს მანამ, სანამ ადგილზე მშობელი არ მივა.
კანონპროექტის მიხედვით, იცვლება რამდენიმე ტერმინი, რაც გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მოსწავლის შემოწმებას უკავშირდება.

კანონპროექტის მიხედვით, ტერმინს - პირადი გასინჯვა, ჩაანაცვლებს უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება.
მოსწავლის დათვალიერება უნდა მოხდეს პირველ რიგში ბავშვის თანხმობით. პროცესს უნდა ესწრებოდეს სკოლის დირექციის წარმომადგენელი და მშობელი.

ყველა დათვალიერების შემდეგ, მანდატური ვალდებული იქნება შეადგინოს ოქმი, სადაც მიუთითებს დათვალირების მიზეზს და შედეგს.
პარლამენეტის დეპუტატი, გია ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ ცვლილებები მანდატურს მეტ შესაძლებლობებს აძლევს, მაგრამ ეს არ ნიშნავს სკოლის ადმინისტრაცის საქმიანობაში ჩარევას.

"ხდება მისი შესაძლებლობების გაფართოება, მაგრამ არა იმ მხრივ, რომ მანდატურმა შეასრულოს სკოლის ადმინისტრაციის როლი და ჩაერიოს სასწავლო პროცესში. ეს ემსახურება სკოლებში უსაფრთხოების უკეთ დაცვას", - ამბობს გია ჟორჟოლიანი.

კანონპროექტის მიხედვით, განათლების სამინისტრო ვალდებული იქნება,  მანდატურის საქმიანობასთან დაკავშირებით კონკრეტული წესები შეიმუშაოს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.