ახალი ამბები
ქუთაისში ყვითელი ავტობუსები შემოიყვანეს
FaceBook
ქუთაისში, ახალი რვა ერთეული ყვითელი ავტობუსი შემოიყვანეს. 
საქალაქო ტრანსპორტი პირველ ეტაპზე ორ საავტობუსო ხაზზე: წრიულზე (მარჯვენა, მარცხენა) და N 22 - ზე გადანაწილდა.

ახალი ავტობუსები   გადამზიდავმა კომპანია,  შპს "სამგზავრო 2007" -მა შემოიყვანა.  კომპანიას ორი 2 ხაზი ე.წ. წრიული და 25 ნომერი აქვს.  

კომპანიის ხელმძღვანელი ალეკო დვალიშვილი განმარტავს, რომ მის დაქვემდებარებაში არსებულ ხაზებზე, ძველ სამგზავრო ავტობუსებს ქალაქში წლის ბოლომდე ახალი ავტობუსები სრულად ჩაანაცვლებს.

"ეტაპობრივად დავიწყეთ ავტობუსების გამოცვლა, ეს ხდება თავად მძღოლების მიერ, ჩვენი მეთვალყურეობითა და ხელმძღვანელობით. მერიის სატრანსპორტო სამსახურიდან არაერთხელ  მიგვითითეს და მალე ქუთაისში მგზავრები კომფორტული, უსაფრთხო  ავტობუსებით ივლიან," - ამბობს დვალიშვილი. 

თუ როგორი ტრანსპორტით გადაადგილდებიან ქალაქში მგზავრები ნახეთ ვიდეო აქ.

ქუთაისის მერიამ საქალაქო ტრანსპორტის 18 ხაზზე კონკურსი 2015 წლისგაზაფხულზე გამოაცხადა. კონკურსის ერთ-ერთი მთავარი პირობა ტექნიკურად გამართული და ინფრასტრუქტურულად განახლებული სატრანსპორტო საშუალებები იყო. ახალი ნებართვები ახალი პირობებით ქუთაისის მერიამ სწორედ მაშინ გასცა.

გადამზიდავი კომპანიების ნაწილს ადგილობრივ თვითმმართველობასთან დღემდე დროებითი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, უმრავლესობას კი ნებართვის ვადა 2019 წელს ეწურება. 2020 წლამდე აქვთ ხელშეკრულება გაფორმებული N 23, 23ა, 31 და 38 სვლაგეზების მფლობელ კომპანიებს. pjk

ქუთაისში სულ 10 საატობუსო და 34 მიკროსაავტობუსო ხაზია, რომლებსაც 18 კომპანია მართავს.

ამავე თემაზე:

მოშლილი ინფრასტრუქტურა ქუთაისის "განახლებულ" ტრანსპორტში (ვიდეო)
Print