ახალი ამბები
შედეგებს დავდებთ - ახალი პროექტი იმერეთში
FaceBook
იმერეთში ახალი ოთხწლიანი პროექტი იწყება.
მისი მიზანი, ორგანიზატორების თქმით, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის დიალოგის გაღრმავება და საზოგადოების სოციალური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობაა.

"ვერ ვიტყვით რომ ჩართულია საზოგადოება პოლიტიკურ პროცესებში. ამიტომ, ვფიქრობ, პროექტით გათვლილი აქტივობებით ჩვენ დავდებთ შედეგებს. კონკრეტულად,  გვინდა რეალურად ქმედითი თანამშრომლობით მივაღწიოთ გაცილებით მეტს ჩართულობას საზოგადოებასა და პოლიტიკაში. ჩართულობა ამ პროექტის ერთგვარი კოდური სიტყვაა, რადგან სადაც არ არის ჩართულობა ის პროექტი ქმედითი არ გამოდის", - ამბობს ცენტრ "აფხაზეთის" დირექტორი  ნუკრი მილორავა.

ორგანიზატორების თქმითვე, პროექტში ჯამში 2 000 ბენეფიციარი ჩაერთვება. პროექტის ფარგლებში უნდა ჩამოყალიბდეს ერთიანი ქსელი, ჩატარდეს ტრენინგები, მოეწყოს სასწავლო ვიზიტები საზრღვარგარეთ, ასევე  ადვოკატირებისა და მედიაკამპანიის პარალელურად, შეიქმნას 10 ახალი საწარმო. 

"გვექნება გრანტები და გამარჯვებულები წარდგენილი პროექტების მიხედვით შეირჩევიან," - ამბობს პროექტის ერთ-ერთი განმახორციელებელი, ამავდროულად "არბაიტერ-სამარიტერ-ბუნდის" მენეჯერი გიორგი არსენიძე.

პროექტი ცენტრ "აფხაზეთისა" და "არბაიტერ-სამარიტერ-ბუნდის" ინიციატივით ხორციელდება. პროექტის დონორი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გახლავთ.

Print