ახალი ამბები
„თქვენ გახდით რამდენიმე პოლიტიკური პარტიის პრეზიდენტი“ - მამუკა მდინარაძე
FaceBook
საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ანგარიშის წარდგენის შემდეგ დებატები მიმდინარეობს. პერზიდენტის გამოსვლა დეპუტატების ნაწილმა უკვე შეაფასა. პრეზიდენტი მწვავედ გააკრიტიკა საპარლამენტო უმრავლესობამ. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯოდმარემ, მამუკა მდინარაძემ გიორგი მარგველაშვილს რამდენიმე პოლიტიკური პარტიის პრეზიდენტი უწოდა და განაცხადა, რომ მან საზოგადოების კონსოლიდირება ვერ მოახერხა.

"ამ უკიდურესად პოლარიზებულ გარემოში, თქვენ გქონდათ შანსი, რომ საზოგადოების გამაერთიანებლის როლი გქონოდათ, მაგრამ თქვენ გახდით მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკური პარტიის პრეზიდენტი. ამის შემდეგ ჩვენ გვეყოლება ახალი პრეზიდენტი, რომელიც არათუ ოპონირებაზე, არამედ საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე იქნება ორიენტირებული", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა საკონსტიტუციო რეფორმაზე პრეზიდენტის კრიტიკასაც უპასუხა და განაცხადა, რომ ახალი კონსტიტუცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა.

პრეზიდენტის გამოსვლის მიმართ შენიშვნები ჰქონდა "პარტიოტთა ალიანსსაც".

საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა  20 წუთში დასრულდა.


ამავე თემაზე:

„ჟენევაში ჩვენ ვერ მივიღებთ შედეგს, სანამ ეს არ მოხდება მოსკოვში" - ადა მარშანია

„სისტემა უნდა დაცლილიყო იმ ადამიანებისგან, რომლებიც ძალადობასთან ასოცირდებიან“ - გიორგი მარგველაშვილი

„საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმება, ეს იყო პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება “ - გიორგი მარგველაშვილი

„მედიაზე შტურმი აღარ ხორციელდება, მაგრამ ხდება სირთულეების შექმნა“ - გიორგი მარგველაშვილი

პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა დაიწყო

2 მაისს პარლამენტში პრეზიდენტს მოუსმენენ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.