ქუთაისში, საჯარო ბიბლიოთეკასთან, ქარმა ნაძვის ხე მოგლიჯა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხემ ერთ-ერთი კაფეს
სანიაღვრე მილი დააზიანა.
ადგილზე უკვე იმყოფებიან ააიპ "სპეციალური სერვისების"
წარმომადგენლები, რომლებსაც ხე შესაბამისი ტექნიკით ტერიტორიიდან
გააქვთ.
ადგილზე ასევე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
მასალის გამოყენების პირობები